ოქსანა კალაშნიკოვასა და ირინა შიმანოვიჩის წარმატებული სერია „უიმბლდონზე“ მეოთხედფინალში შეწყდა.
ქართველისა და ბელარუსი სპორტსმენი წყვილი ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში ამერიკელ კეროლინ დოლეჰაიდთან და ჩინელ შუაი ჟანგთან 4:6, 1:6 დამარცხდა.
არადა, პირველი სეტში კალაშნიკოვამ და შიმანოვიჩმა მეშვიდე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვეს და 4:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი დათმეს და სეტიც ზედ მიაყოლეს.
მეორე სეტში კი, მეტოქესთან საერთოდ ვერაფერი გააწყვეს და, თითქმის უბრძოლველად წააგეს. შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა-შიმანოვიჩის დუეტმა მანამდე სამი გამარჯვება იზეიმა: მათ ჯერ იაპონელები აოიამა და შიბაჰარა 6:2, 6:4 დაამარცხეს, შემდეგ ნორვეგიელი ეიკერსა და რუს პანოვას 6:0, 6:4 მოუგეს, ხოლო ბრაზილიელ გამარა მარტინშსა და ბელარუს მაროზავას 6:4, 7:6 სძლიეს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
