ოქსანა კალაშნიკოვასა და ირინა შიმანოვიჩის წარმატებული სერია „უიმბლდონზე“ მეოთხედფინალში შეწყდა. ქართველისა და ბელარუსი სპორტსმენი წყვილი ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში ამერიკელ კეროლინ დოლეჰაიდთან და ჩინელ შუაი ჟანგთან 4:6, 1:6 დამარცხდა. არადა, პირველი სეტში კალაშნიკოვამ და შიმანოვიჩმა მეშვიდე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვეს და 4:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი დათმეს და სეტიც ზედ მიაყოლეს. მეორე სეტში კი, [...]
ჭდე: ოქსანა კალაშნიკოვა
ქართველი უიმბლდონის მეოთხედფინალში
ოქსანა კალაშნიკოვამ მიმდინარე „უიმბლდონზე“ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ჩვენებური, ბელარუს ირინა შიმანოვიჩთან ერთად მეოთხედფინალში გავიდა. წყვილმა მერვედფინალში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშსა და ასევე ბელარუს ლიდია მაროზავას დუეტს 6:4, 7:6 მოუგო. პირველ სეტში კალაშნიკოვა-შიმანოვიჩმა მეცხრე გეიმი წაართვეს მეტოქეს, ხოლო მეორეში ტაი ბრეიკზე იმარჯვეს. თუმცა, ორი მატჩ-პოინტიც გაანიავეს. გეტყვით იმასაც, რომ მანამდე ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა ჯერ იაპონელები აოიამა და [...]
ის, რაც ქვეყანაში ხდება…
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რეიტინგით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაგრამ იაპონიის დედაქალაქში ვერ გაემგზავრა. მიზეზი ის არის, რომ ქართულ მხარეს განაცხადი არ გაუგზავნია. ქართველი ჩოგბურთელის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურნენ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ორივე მათგანი ხელს ერთმანეთისკენ იშვერდა. საბოლოოდ, კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილე ეკო გორგოძემ საარბიტრაჟო [...]
გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: [...]
საქართველომ მოიგო, გვერდით ელიტაა
საქართველოს კვლავ იმ მარაქაშია, საიდანაც ელიტა უფრო ახლოა. ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა ჰელსინკიში დასრულებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ერთი ამოსუნთქვით და დაუმარცხებლად განვლო. ეკატერინე გორგოძემ, მარიამ ბოლქვაძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ზოია ქარდავამ და მარიამ დალაქიშვილმა მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და პირველ დივიზიონში აღზევდა, იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და შარშან [...]
ტუნისიც, დარჩა ფინეთი
ჰელსინკიში, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად აგრძელებს და იმედია ტურნირის ბოლომდე ასე იქნება. ჩვენებურთა მთავარი მიზანი პირველ დივიზიონში აღზევებაა, საამისოდ კი მათ პროგრამა მინიმუმი ორი ტურის შემდეგ უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც ისრაელის და მოლდოვის დამარცხებით ნახევარფინალის საგზური დაიბევეს. დამაკმაყოფილებელი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ტუნისთან ჯგუფის დასკვით დაპირისპირებას მაინც დიდი [...]
გოგონები ჰელსინკიში
დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა. ქომაგმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მერვე ტრიუმფი იხილა, ხოლო ქალებში საჩოგბურთო სამყაროს სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა შესთავაზა. მელბურნის ციებ-ცხელები შემდეგ კი სანაკრებო ბატალიების დრო დადგა, ოღონდ ქალთა შორის, თორემ ვაჟებში დევისის თასის გამარჯვებული, რომელიც ამიერიდან უკვე განახლებული ფორმატით იმართება, ესპანეთის ნაკრები რომ გახდა კარგად გემახსოვრებათ. ფედერაციის თასზე, მსოფლიო ჯგუფის ფლეი ოფში [...]





