
ოქსანა კალაშნიკოვამ მიმდინარე „უიმბლდონზე“ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ჩვენებური, ბელარუს ირინა შიმანოვიჩთან ერთად მეოთხედფინალში გავიდა.
წყვილმა მერვედფინალში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშსა და ასევე ბელარუს ლიდია მაროზავას დუეტს 6:4, 7:6 მოუგო. პირველ სეტში კალაშნიკოვა-შიმანოვიჩმა მეცხრე გეიმი წაართვეს მეტოქეს, ხოლო მეორეში ტაი ბრეიკზე იმარჯვეს. თუმცა, ორი მატჩ-პოინტიც გაანიავეს.
გეტყვით იმასაც, რომ მანამდე ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა ჯერ იაპონელები აოიამა და შიბაჰარა 6:2, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი ნორვეგიელი ეიკერისა და რუსი პანოვას დუეტი – 6:0, 6:4.
მეოთხედფინალში კალაშნიკოვასა და შიმანოვიჩის მეტოქეები ამერიკელი კეროლინ დოლეჰაიდი და ჩინელი შუაი ჟანგი იქნებიან. მატჩი 11 ივლისს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
