დიახ, ქართველმა ჭაბუკებმა თავი არც ახალზელანდიელ თანატოლებთან შეირცხვინეს და მართალია, 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 ადგილისთვის მატჩში „ბეიბი ბლექსმა“ უმცროსი ბორჯღალოსნები საბოლოოდ 50:26 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას ისეთი მომენტი იყო, როცა სამხრეთელთა მწვრთნელები სერიოზულად შეწუხდნენ. ლადო კილასონიას ბრწყინვალე გუნდი ავტორიტეტებს რომ არ სცნობს, ეს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე გამოჩნდა. ე. წ. გასახურებელ მატჩში...
… ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში
ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ საფეხბურთო ელიტაში შეიჭრა. სადებიუტო სეზონში 22 წლის ქართველი ოფიციალურად გახდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ასისტენტი, მოიგო სკუდეტო (პირველი ნაპოლისთვის 33 წლის განმავლობაში), მიიღო მეტსახელი კვარადონა (ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემულოდ) და სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაზარდა. ასე აფასებს მას და თანხა არც ისე დიდი ჩანს. წელიწადნახევრის წინ ასეთი...
ჟელინსკი ნაპოლიდან მიდის
პიოტრ ჟელინსკი და „ნაპოლი” ერთმანეთს ემშვიდობებიანო, წერს calciomercato. პოლონელი ნახევარმცველი „აძურიში” 2016 წლიდან თამაშობს. ის გახლდათ გუნდის ბოლო წლების უდიდეს მოვლენათა მონაწილე. მან „პარტენოპეელებთან” ერთად გადაიტანა 2018 წელს სკუდეტოს დაკარგვის და 2023 წელს მისი მოპოვების ემოციური მომენტები. და აი, სამი დღის წინ, ახალი მაისურის პრეზენტაციაზე, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეტერანებს მკაფიოდ მოსთხოვა რაც შეიძლება...
იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს
ბობოლა ევროპული კლუბების მიერ წამოწყებული სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ „იუვენტუსმა” ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გააკეთა. და აი, გუშინ, 13 ივლისს, ტურინულმა კლუბმა ერთხელაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება უეფასთან დაპირისპირებული პროექტისადმი, რომელშიც მის ამფსონებად ესპანური კლუბები „რეალი” და „ბარსელონა” მოიაზრებოდნენ. ახალ პრეს-რელიზში წერია: „2023 წლის 6 ივნისის პრეს-რელიზში „იუვენტუსმა” გამოაცხადა, რომ...
ჯიუნტოლის უსიამოვნო სტუმრობა
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის. „იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის...
ფეხბურთი გრძელდება
ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...
ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად
14 ივლისს სრულდება გლობალური ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო და რომელმაც სიამოვნებისა და სიამაყის უამრავი წუთი განაცდევინა. პარასკევს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც გათამაშდება ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე-მერვე ადგილები და ამით დაესმება წერტილი ლადო კილასონიას გუნდის სამხრეთაფრიკულ თავგადასავალს. სასიამოვნო...
დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...
ოთხეულები შეიკრა
„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის, კიდევ თითო წყვილი გაირკვა. დაძაბული და დრამატული გამოდგა დანილ მედვედევისა და კრისტოფ ეუბანკსის ჯახი, რომელიც საბოლოოდ, რუსმა მოიგო – 6:4; 1:6; 4:6; 7:6; 6:1. არადა, ამერიკელი ახლოს იყო კიდევ ერთ სენსაციასთან, მაგრამ კლასი არ ეყო და ნახევარფინალი მედვედევს გაატანა. მარტივად იმარჯვა კარლოს ალკარასმა, ვინაც დანიელი ჰოლგერ...
სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად
„ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სატელევიზიო არხ „სპორტიტალიას” „აძურის” შესახებ რამდენიმე სიტყვა უთხრა. „გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი ოჯახის სასარგებლოდ მივიღე, დიდი გულისდაწყვეტა მომიტანა — მომიხდა ისეთი ძლიერი კლუბის დატოვება, როგორიც „ნაპოლია”. დავემშვიდობე ნეაპოლის ფეხბურთში შეყვარებულ სამყაროს”. შემდეგ სპალეტიმ მომავლის შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება. „კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩემს მემკვიდრეს, რუდი გარსიას მინდა მშვიდად მუშაობა ვურჩიო. თუ...









