იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს

Home კატეგორიის გარეშე იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს
იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს

Matias Soule of Juventus plays the ball under pressure from Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between Juventus and SSC...ბობოლა ევროპული კლუბების მიერ წამოწყებული სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ „იუვენტუსმა” ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გააკეთა. და აი, გუშინ, 13 ივლისს, ტურინულმა კლუბმა ერთხელაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება უეფასთან დაპირისპირებული პროექტისადმი, რომელშიც მის ამფსონებად ესპანური კლუბები „რეალი” და „ბარსელონა” მოიაზრებოდნენ. ახალ პრეს-რელიზში წერია:

„2023 წლის 6 ივნისის პრეს-რელიზში „იუვენტუსმა” გამოაცხადა, რომ იწყებს მოლაპარაკებას „რეალთან” და „ბარსელონასთან” სუპერლიგის პროექტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. „რეალი” და „ბარსელონა” პროექტის დატოვებას არ აპირებენ. დისკუსიის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის სუპერლიგასთან დაკავშირებული შეთანხმებების აღქმაში არსებობს განსხვავებები, „იუვენტუსი” ადასტურებს, რომ იწყებს ზემოხსენებული პროექტიდან გამოსვლის პროცედურას”, — განაცხადა ტურინულმა კლუბმა.

ახალ პრეს-რელიზში ნათქვამია ისიც, რომ სუპერლიგის პროექტიდან პირდაპირ გამოთიშვა შეუძლებელია და „ბებერმა ქალბატონმა” „რეალსა” და „ბარსელონასთან” რიგი საკითხები უნდა შეათანხმოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.