ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ერთა ლიგაზე გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაკლია საუკეთესო მცველი, იოშკო გვარდიოლი, რომელმაც მშვენივრად ითამაშა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ გუნდის უმეტესობა მწყობრშია კერძოდ, ლუკა მოდრიჩი. ადვილი არ იქნება, მაგრამ ოპტიმისტი ვარ. ჩვენ არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვიღებთ მაქსიმუმს და ერთა ლიგის მოგებასაც ვეცდებით.
ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ტურნირის ფინალურ ოთხეულში გასვლა მოვახერხეთ. ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად ვიმუშავეთ, დავამარცხეთ ისეთი გუნდები, როგორებიცაა საფრანგეთი და დანია. მაგრამ არ გვინდა ამაზე გაჩერება. უფრო მეტის მიღწევა გვსურს“, – ციტირებს დალიჩის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ხორვატიამ ერთა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები დამატებით დროში 4:2 დაამარცხა და 18 ივნისს ფინალურ შეხვედრაში ესაპანეთის ნაკრებს შეხვდება.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
