თვე: მაისი 2023

Home 2023 მაისი
ტურის გიორგი…
ჩანაწერი

ტურის გიორგი…

ლა ლიგამ 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე „სელტთან“ (2:1) საიმედო თამაშის გამო გამოარჩიეს. მამარდაშვილს ვიგოელებთან 5 მოგერიება ჰქონდა, ამას გარდა ქართველმა მეკარემ პირველი გოლის დროს გრძელი პასი გაუკეთა დიეგო ლოპესს, რომელმაც ჯასტინ კლიუვერტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა. ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ გიორგი მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს. პირველად...

ოქროს ბურთი ქართულად…
ჩანაწერი

ოქროს ბურთი ქართულად…

„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს აგერ უკვე სამი ათეული წელია, „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია წარმოადგენს. ვერ დავიჩემებთ, რომ ჟიურის მასზე უფრო სტაჟიანი წევრი არ ჰყავს, თუმცა ამას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. უდავო ის არის, რომ „ოქროს ბურთზე“ პრესტიჟული გამოკითხვა ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს. „ფრანს ფუტბოლმა“ ზურაბ ფოცხვერიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ თარგმანსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ....

დე ლაურენტისი და სპალეტი — თამაში კოზირებით
ჩანაწერი

დე ლაურენტისი და სპალეტი — თამაში კოზირებით

ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ”, რაც დილას ნიშნავს, გამოაქვეყნა პინო ტაორმინას წერილი „ნაპოლის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისა და მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ. ჟურნალისტმა მიმოიხილა სპალეტის წასვლა-დარჩენის საკითხი და განმარტა დაახლოებით რა მდგომარეობა ახლა. ტაორმინა წერს, რომ ყველგან, სადაც მწვრთნელი მიდის, გულშემატკივრები უყვირიან: დარჩი ჩვენთან! და მაინც, არსებობს შიში, რომ მან შეიძლება „აძური” დატოვოს. სპალეტი ყველას უღიმის,...

ჯერ პატივისცემა, მერე ბელინგემი…
ჩანაწერი

ჯერ პატივისცემა, მერე ბელინგემი…

„რეალმა“ 19 წლის ინგლისელ ნახევარმცველთან, ჯუდ ბელინგემთან პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინათ უკვე შეათანხმა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამეფო კლუბი ახლა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს დორტმუნდის „ბორუსიისთვის“. შეთავაზების თანხას ბონუსებიც ერთვის. ამასთან, მადრიდელები პატივს სცემენ ბორუსიის ტიტულისთვის ბრძოლას ბუნდესლიგაში და გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით სეზონის შემდეგ მიმართავენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ და „ბორუსია“ ბელინგემის...

ჩხეტიანს ტორპედოდან ტრიო გაჰყვა
ჩანაწერი

ჩხეტიანს ტორპედოდან ტრიო გაჰყვა

ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად გუნდი სამმა ფეხბურთელმა როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმაც დატოვეს. „ტორპედო მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარამტებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. „ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა. თითოეულ მათგანს “ტორპედოს”...

ფრანგი ქუჩის ბიჭი, რომლის ყიდვაც ნაპოლის უნდა
ჩანაწერი

ფრანგი ქუჩის ბიჭი, რომლის ყიდვაც ნაპოლის უნდა

ნეაპოლის მედიაში გამოჩნდა ცნობა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის ენზო ლე ფეს შეძენა უნდა. მასზე ამბობენ, რომ დიდი მომავალი აქვს. ის „ლორიანში” თამაშობს და მეტსახელად „პატარა ჯადოქარს” უწოდებენ, რადგან ტანად პატარაა და მიმდინარე სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლე ფემ 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა. ლე ფეს სხვადასხვა...

შვიდი ნეაპოლელი ნომინანტი სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში
ჩანაწერი

შვიდი ნეაპოლელი ნომინანტი სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში

შვიდი ნეაპოლელი შვიდ სხვადასხვა პოზიციაზე ჩინებული შედეგია. შესაძლოა შვიდივემ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ისინი EASports Fifa-ს Lega Calcio-ს თერთმეტეულის ნომინანტები არიან. მეკარეთა შორის გახლავთ ალექს მერეტი, მცველებს შორის — კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და კიმ მინ-ჯაე, ნახევარდაცვაში — სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-მარკ ზამბო ანგისა, თავდასხმაში კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. არჩევანს უახლოეს კვირებში EASports-ის ვებგვერდზე...

სარეკორდო – 22
ჩანაწერი

სარეკორდო – 22

„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში  ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...

და ისევ ბექა!
ჩანაწერი

და ისევ ბექა!

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ტოპ 14 ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო. პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და...

გუნდური ქართული…
ჩანაწერი

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....