ლა ლიგამ 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე „სელტთან“ (2:1) საიმედო თამაშის გამო გამოარჩიეს.
მამარდაშვილს ვიგოელებთან 5 მოგერიება ჰქონდა, ამას გარდა ქართველმა მეკარემ პირველი გოლის დროს გრძელი პასი გაუკეთა დიეგო ლოპესს, რომელმაც ჯასტინ კლიუვერტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა.
ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ გიორგი მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს. პირველად ეს მე-20 ტურში, „ჟირონასთან“ შეხვედრაში (0:1) ნაჩვენები თამაშის გამო მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მოგერიებების მიხედვით მამარდაშვილი ლა ლიგაში მე-5 ადგილზეა (93 მოგერიება), მასზე წინ არიან ედგარ ბადია („ელჩე“, 124), ფერნანდო მარტინესი („ალმერია“, 122), ჟერემი ლედესმა („კადისი“, 120), დავიდ სორია („ხეტაფე“, 116).
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტური ადრე 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურის შეხვედრას ვალენსიელები 21 მაისს, შინ მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
