თვე: მაისი 2023

Home 2023 მაისი
რამდენჯერმე ულაპარაკიათ
ჩანაწერი

რამდენჯერმე ულაპარაკიათ

რაგინდ საკვირველია იყოს, იტალიური, კერძოდ ნეაპოლური პრესა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენაზე ლაპარაკისას თავშეკავებულია. კატეგორიულად ვერავინ ამბობს, დარჩება თუ არა ტოსკანელი მწვრთნელი კამპანიის დედაქალაქის გუნდში. ამის შესახებ თავისი ინფორმაცია გაასაჯაროვა მილანურმა „გაძეტა დელო სპორტმაც”, რომელიც ისტორიულად იტალიის ყველაზე დიდტირაჟიანი სპორტული გამოცემაა. გაზეთმა დაწერა, რომ როდესაც აურელიო დე ლაურენტისს რაღაც უნდა, ის მიზანს აუცილებლად აღწევს. გუშინ,...

თვრამეტი წლის თურქი ფაქტობრივად ნაპოლის მოთამაშეა
ჩანაწერი

თვრამეტი წლის თურქი ფაქტობრივად ნაპოლის მოთამაშეა

პორტალი areanapoli.it წერს, რომ თურქი არდა გულერი „ნაპოლიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ნეაპოლური წყარო თავის მხრივ თურქულ Gazeteyaziyor-ს ეყრდნობა. ბოლო ორი დღეა სტამბოლიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც კიმ მინ-ჯაეს ყოფილ კლუბ „ფენერბაჰჩეს” ეკუთვნის, ფაქტობრივად უკვე „აძურის” წევრია. როგორც პორტალი წერს, დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია. მხარეები ტრანსფერის დეტალებზე მუშაობენ და იქაც სულ...

მოურინიუ: სამი ფინალი, სამი იტალიური გუნდი
ჩანაწერი

მოურინიუ: სამი ფინალი, სამი იტალიური გუნდი

„რომა” ევროლიგის ფინალშია. ჟოზე მოურინიუს გუნდმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, შინ, ედოარდო ბოვეს გოლით 1:0 მოუგო „ლევერკუზენს”, საპასუხოში კი 0:0 ითამაშა და ახლა, 31 მაისს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე” „სევილიას” შეხვდება. „ჯალოროსისთვის” ეს გახლდათ რთული მატჩი. რომაელებს მისი მსვლელობისას ლეონარდო სპინაცოლა და ზექი ჩელიქი დაუშავდათ, მაგრამ გაისმა თუ არა მსაჯის სამმაგი სასტვენის ხმა, „განსაკუთრებულმა” სიხარულისგან თავი დაკარგა....

ბონუჩი 2024-მდე
ჩანაწერი

ბონუჩი 2024-მდე

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ გამოაცხადა, რომ 2024 წელს კარიერას დაასრულებს. „როცა გაისად თამაშს შევწყვეტ, ვფიქრობ, იტალიის დაცვითი თამაშის ერა დასრულდება. სიამაყის მიზეზი გვაქვს. ბევრი მცველებისთვის ჩვენ (ბონუჩი, ბაძალი, კიელინი) კერპები ვართ. როგორც ჩვენთვის იყვნენ  ბარეზი, მალდინი, ნესტა და კანავარო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ბევრი დავუტოვეთ ფეხბურთს.“ – თქვა ლეონარდომ. ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010...

ყოველთვის ვერ მოიგებ…
ჩანაწერი

ყოველთვის ვერ მოიგებ…

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „მანჩესტერ სიტისთან“  ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა. ქალაქელებმა მადრიდელებს ჯამში 5:1 მოუგეს. „როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ხელს აწერ, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია. რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – უთხრა ტონი კროოსმა უეფას პრეს-სამსახურს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

ფიბა-მ საათები ჩამოწერა…
ჩანაწერი

ფიბა-მ საათები ჩამოწერა…

25 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. ქართველი ქალათბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ და იაპონიაში ითამაშებენ. ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე ფიბა-მ მატჩების დაწყების დრო დაადგინა. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას კაბო-ვერდეს ნაკრებთნ თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა სლოვენიასთან 15:30 საათზეა, ხოლო მესამე, ვენესუელასთან  – ისევ 12:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რვა ჯგუფის საუკეთესო...

მიქაუტაძე სიმბოლურში შინაური კაცია
ჩანაწერი

მიქაუტაძე სიმბოლურში შინაური კაცია

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჯერად „გრენობლთან“ მატჩისთვის გამოარჩიეს. ამ შეხვედრაში, რომელიც „მეცმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან ჯერ საგოლე პასი მიაწოდა იალოუს, შემდეგ კი მასთან უხეშობის გამო „გრენობლის“ მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. მიქაუტაძეს ლიგა 2-ის...

ნიკა ამაშუკელი ბობოლათა მარაქაში
ჩანაწერი

ნიკა ამაშუკელი ბობოლათა მარაქაში

ამ რამდენიმე დღის წინ „ვორლდ რაგბის“ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი და ქართველებისვის მეტად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო – არბიტრი ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გასამართ მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში იმუშავებს! ეს ამბავი მართლაც სენსაციურია, რადგან ქართული სარაგბო თემი და თავად ნიკა ამგვარ აღიარებას კი მოელოდნენ, მაგრამ არა წლეულს, არამედ მომდევნო მსოფლიო თასისთვის. მაგრამ მსოფლიო...

სიტის ყველაზე სუსტი მეტოქე ელოდება?
ჩანაწერი

სიტის ყველაზე სუსტი მეტოქე ელოდება?

Wonderwalls — „ოაზისის” ეს სიმღერა „მანჩესტერ სიტის” ტრიუმფის ლაიტმოტივია. „ქალაქელებმა” „რეალს” 4:0 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც „ინტერს” შეხვდებიან. ინგლისურ გუნდს მადრიდელებთან შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „რეალის” საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ტიბო კურტუა დაასახელეს, თვალნათლივ აღწერს შეხვედრის სცენარს. პეპ გვარდიოლას გუნდი მეტოქეს ყველაფერში სჯობდა. calciomercato-ს აზრით, როდესაც კატალონიელი მწვრთნელის შეგირდები სრული...

ოსიმენს გრიპი შეეყარა
ჩანაწერი

ოსიმენს გრიპი შეეყარა

იტალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ — კვირას „მარადონაზე” „ნაპოლი” – „ინტერია”. ლუჩანო სპალეტის „აძური”, რომელმაც ტრიკოლორი სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე შემოიხვია, ეთამაშება სიმონე ინძაგის „ნერაძურის”, რომელმაც სამშაბათს ნახევარფინალში „მილანი” დაამარცხა. „ილ მატინო” წერს, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კვირის შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ მილანელებისთვის აქვს — ფინალში „მანჩესტერ სიტისთან” წაგების შემთხვევაში ხომ უნდა მოიპოვონ...