ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...
მამარდაშვილი — მეოცნებე მამის სიამაყე
2005 წლის გაზაფხულზე, ოთხი წლის გიორგის მამა თბილისის პარკებში ბურთს უგორებდა. იმხანად დავითი კარგი ქართველი მეკარე იყო, რომელმაც „ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. დავითი და გიორგი ერთად უყურებდნენ პრემიერლიგისა და სხვა ევროპული ლიგების შეხვედრებს. მამას კარგად ესმოდა, რომ თავად არასდროს მიეცემოდა რომელიმე მათგანში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამიტომ მთელი ოცნებები შვილზე გადაიტანა. ის...
ნაპოლი უდინეზეს შეესია
„სქაი სპორტის” ინფორმაციით „ნაპოლი” „უდინეზეს” თავდამსხმელის ბეტოს გადაბირებას აპირებს. „შავ-თეთრებს” იტალიის ჩემპიონთაგან უკვე მიუღიათ პირველი წინადადება. დე ლაურენტისი ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იძლევა, თუმცა უდინელები 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონს ითხოვენ. 35 მილიონი ზუსტად ის რიცხვია, რაც ლისაბონელს გამოსასყიდ თანხად უწერია. ამბობენ, რომ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და ამის გამო ბეტოს ტრანსფერზე მუშაობა...
სპალეტის განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა
იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლის” ის შემადგენლობა, რომელმაც სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, „ინტერთან” სათამაშოდ მზად არის. გამოჯანმრთელდა მარიო რუი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან” თამაშის დროს დაშავდა. ერთადერთი, ვინც 36-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო, რომელიც ისეა დაშავებული, რომ მოედანზე მომავალ სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ. ბოლო ხანს ყურადღების...
დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს
ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ...
დე ლაურენტისი: სპალეტი? ფრთებს ვერავის შევუკრავ
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან” წასვლა გადაწყვიტა — დარწმუნებულია „კორიერე დელო სპორტი”. გაზეთი ამტკიცებს, რომ ნეაპოლელთა სკუდეტოს შემოქმედი და მხედართმთავარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან გათავისუფლებას შეეცდება. ბიზნესმენსა და მწვრთნელს შორის დისტანცია გაიზარდა, ურთიერთობა გაცივდა. სახელმწიფო ზარაფხანის ოფისში გამართულ სკუდეტოს მედლების პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა თქვა: „სპალეტი ნამდვილი ჩემპიონია, ჩემპიონები კი უნდა...
ტორპედომ კინი წარადგინა
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გუნდს და მედიას ახალი მწვრთნელი, სტივ კინი წარუდგინა. 55 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა მომავლის გეგმებზე ისაუბრა. „მოლაპარაკების დროს გადამწყვეტი იყო ის ფაქტორი, რომ გუნდის განვითარებაზეა ლაპარაკი. მსურს, „ტორპედოს“ დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გამოვიყენო, რომ კლუბი უკეთესი გახდეს. თამაშის გამოსწორებას პირველივე შეხვედრიდან შევუდგებით. ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობდი. თუმცა ვიცნობ შოთა არველაძეს, ზურა...
ინტერთან ხვიჩას გარეშე
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა და „ინტერთან“ მომავალ მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებს, – ინფორმაციას გამოცემა corriere dello sport-ი ავრცელებს. ხვიჩა კვარაცხელიას „ინტერთან“ კვირას დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და, დიდი ალბათობით, მატჩს გამოტოვებს. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამ დროისთვის მისი თამაში კვირას „ინტერის“ წინააღმდეგ საეჭვოა“, – წერს გამოცემა.
სამმაგი შესთავაზა…
ცნობილი გახდა საუდის არაბეთის იმ კლუბის ვინაობა, რომელშიც, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარე უგო ლორისი გადავიდეს. ლორისის მიწვევით „ალ-ჰილალია“ დაინტერესებული, რომელიც მზადაა გუნდში გადასვლის შემთხვევაში მეკარეს ხელფასი გაუსამმაგოს. თავად ფრანგი კი არაბული კლუბის შეთავაზებას სწავლობს. 36 წლის ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლონდონელებთან ერთად კარიერის განმავლობაში ლორისს არც ერთი...
ვინის გუნდი…
მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი, შესაძლოა, კლუბში პროფესიონალური კარიერის ბოლომდე დარჩეს. ეს აზრი ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა გამოთქვა მიუხედავად იმისა, რომ ვინისსიუსის პრემიერლიგაში გადასვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მანამდე მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის მიმართ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ ბრაზილიელი უკვე „სამეფო კლუბის“ ისტორიის ნაწილია. 22 წლის თავდამსხმელი „რეალში“ 2018 წლის...









