ეს შთამბეჭდავი კადრები „ნაპოლის” გასახდელიდან თავად კლუბმა გააზიარა. იტალიის სამგზის ჩემპიონი ზეიმობს. ემოცია ჯებირს ანგრევს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, როგორც „ილ მატინო” წერს, ვიქტორ ოსიმენთან ერთად „პარტენოპეელები” ტრიუმფამდე მიიყვანა, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებს და მას თანაგუნდელი ალექს მერეტი აწყნარებს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვლავ „ნაპოლისაა”.
მამარდას ვალენსია ჭიდაობას განაგრძობს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვილიარეალთან” 1:1 ითამაშა. „ვილიარეალი” ყოჩაღობს, მე-5 ადგილზეა და თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ევროლიგის ჯგუფში მოხვდება. რაც შეეხება „ვალენსიას”, ის მოგეხსენებათ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის — მე-17 ადგილზეა და მართალია ეს გასავარდნთა ზონაზე ერთი საფეხურით მაღლაა, მაგრამ „ხეტაფეს”, რომელიც „წითელ ზონაშია” (მე-18 ადგილი), ამდენივე ქულა აქვს. პირველობის დასრულებამდე დარჩა 5 ტური. „ღამურებს”...
უდინეზე-ნაპოლის წინ
დღეს სერია A-ს ჩემპიონატის 33-ე ტურის ბოლო დღეა: „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 12 ნოემბერს გაიმართა და დასრულდა „აძურის” გამარჯვებით 3:2. ხვიჩა კვარაცხელია იმ მატჩში ზურგის ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ოსიმენის, ჟელინსკის და ელმასის გოლებით „ნაპოლი” დაწინაურდა — 3:0, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ნესტოროვსკიმ და სამარჯიჩმა ორი საპასუხო გოლის გატანა...
ღმერთის ხელის რეპეტიცია — უდინეზე vs ნაპოლი 38 წლის წინ
დღეს იტალიაში მნიშვნელოვანი მატჩია — „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. „ნაპოლიმ” თუ არ წააგო, ჩემპიონია. ამასთან დაკავშირებით „ილ მატინომ” გაიხსენა 1985 წელი, უდინეს სტადიონი და… დიეგო მარადონას პირველი „ღმერთის ხელი”, უფრო სწორად კი უბრალოდ ხელით გატანილი გოლი, „იმ” დიდი „ღმერთის ხელის” რეპეტიცია. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როდესაც „უდინეზეში” არაც მეტი არც ნაკლები ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა ზიკო...
ზედიზედ მეორედ…
ისევ წყვილად! ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ორივე ქართველი კვირის გუნდში მოხვდა. მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ სტუმრად მოგებულ (2:0)...
ცვლილებების დროა
პსჟ-ის აქტიური გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილონი არიან. RMC Sport-ის ცნობით, ულტრასები პარიზელთა შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. „ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დამარცხებიდან (1:3) მეორე დღეს, ისინი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს პროტესტი გამოუცხადეს. დღეს, 3 მაისს, გულშემატკივრები კლუბის შტაბ-ბინასთან აქციას კიდევ ერთხელ გამართავენ. პსჟ-ს ქომაგთა მოძრაობის განცხადებაში წერია: „დადგა ცვლილებების...
პეტრ ჩეხი და რიო ფერდინანდი დიდების დარბაზში
„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ონლაინ გამოკითხვის კვალად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. დიდების დარბაზში შეყვანა ლიგის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოა. დარბაზი აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისის პრემიერლიგის განვითარებაში, მისი დაარსებიდან (1992). შეგახსენებთ, რომ პეტრ...
რა ხდება იტალიაში თანაბარი ქულების შემთხვევაში
ყველა ამბობს, რომ „ნაპოლის” სკუდეტო ანუ იტალიის ჩემპიონი ტიტული გარანტირებული აქვს. ის მდევარ „ლაციოს” 18 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. დავაზუსტოთ: რატომ არ არის „აძური” უკვე ჩემპიონი? იმიტომ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, გუნდებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვონ, ასეთ შემთხვევაში კი გადათამაშება დაინიშნება. ადრე, იტალიაში, იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე გუნდი ქულათა...
მარადონაზე ანშლაგია
„მარადონაზე” თითქმის ყველა ადგილი გაყიდულია. ძალიან ცოტა დარჩა — ყველაზე იღბლიანთათვის. მერე რა, რომ ხვალ, „უდინეზესა” და „ნაპოლის” შეხვედრა თუ საავტომობილო გზით ვიანგარიშებთ 841, ხოლო ჰაერით 586 კილომეტრის მოშორებით გაიმართება. ნეაპოლელები მაინც თავიანთ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მათ გიგანტურ ტელეეკრანებს დაუმონტაჟებენ. ბილეთის ფასი სიმბოლურია — 5 ევრო. შეკრებილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. „დიეგო მარადონა” 55 ათას გულშემატკივარს...
ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის
იზრდება იმ იტალიური ქალაქების რაოდენობა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს არ სურს, რომ ნეაპოლელებმა სკუდეტოს მოგება მათ ტერიტორიაზე იზეიმონ. მეტწილად ეს ჩრდილოეთის ქალაქებია, თუმცა პირველად ამის შესახებ სალერნოელებმა განაცხადეს. მათ ოფიციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ სალერნოელებს „იუვენტუსის” გულშემატკივრები შეუერთდნენ და შემდეგ დაემატნენ „ატალანტას”, „ტორინოს” და ბოლოს „უდინეზეს” ქომაგები. არადა, „აძური” ხვალ სწორედ უდინეში თამაშობს,...









