თვე: მაისი 2023

Home 2023 მაისი
დინამო პირველზე გადადიოდა…
ჩანაწერი

დინამო პირველზე გადადიოდა…

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს. „დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“...

ხარები – საქართველოს ჩემპიონი
ჩანაწერი

ხარები – საქართველოს ჩემპიონი

რუსთავის „ხარებმა“ დიდი 10-ის გადამწყვეტი მატჩი მოიგო და საქართველოს სარაგბო ჩემპიონის გვირგვინი 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო. 2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა. დიდი 10-ის ფინალში რუსთაველებმა „ბათუმი“ დრამატულ ბრძოლაში 24:22 დაამარცხეს. რკენა მართლაც იშვიათი დაძაბულობის გამოვიდა – „ხარებმა“ თამაშის დებიუტშივე დაკარგეს სანდრო ილურიძე, რომელიც უხეშობისთვის მატჩის ბოლომდე გააძევეს, მაგრამ ქვემოქართლელებმა შარშანდელ ჩემპიონ აჭარლებს...

რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა
ჩანაწერი

რაფა ლეაო 11 წუთში გავიდა

„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ...

კრემომ მოიგო, ლოჩომ კარგად ითამაშა
ჩანაწერი

კრემომ მოიგო, ლოჩომ კარგად ითამაშა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სპეციას” 2:0 მოუგო. ეს გამარჯვება სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამგვარ ორთაბრძოლებს ექვსქულიანებს უწოდებენ — კრემონელებმა კონკურენტი დაამარცხეს და ახლა მას და „ვერონას” 3 ქულითღა ჩამორჩებიან. „ვერონა” დღეს თამაშობს ლეჩეში. „ლეჩე” ასევე სახიფათო ზონაშია ანუ ეს შეხვედრაც ექვსქულიანთა რიგიდანაა. ამის შემდეგ დარჩება ოთხი ტური, თუმცა რაა დასამალი, რომ „კრემონეზეს”...

მკვლელიცა და მოკლულიც კამორასთან იყვნენ კავშირში
ჩანაწერი

მკვლელიცა და მოკლულიც კამორასთან იყვნენ კავშირში

ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ „ნაპოლის” მესამე ჩემპიონობასთან დაკავშირებით რადიო Kiss Kiss Napoli-ს მისცა ინტერვიუ. მანფრედიმ თქვა: „ეს გუნდი ყოველთვის ამ ქალაქთან იყო გაიგივებული. ამჯერად მან განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც არაფერ შუაშია იმასთან, რასაც მავანნი ფიქრობენ. ნეაპოლი დიდი ქალაქია, დიდი ისტორიითა და მომავლით. „ნაპოლის” ჩემპიონობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ თუ ამ ქალაქში ნიჭს, ჟინსა და სწორ დაგეგმვას...

ჯიუნტოლის ათი ჰიტი
ჩანაწერი

ჯიუნტოლის ათი ჰიტი

იდეები, ინტუიცია, წარამარა ხელის ჩამორთმევა და დღეში ათასი სატელეფონო ზარი — შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კრისტიანო ჯიუნტოლიმ შეიძლება „ნაპოლი” დატოვოს. „პარტენოპეელთა” ტრანსფერების ჯადოქარი „იუვენტუსის” სპორტულ დირექტორობასთან არის ახლოს. ტურინული კლუბი კი რევოლუციას აპირებს. ნეაპოლელთა ასს სრული უფლება აქვს უკან მოიხედოს და იამაყოს იმ შენაძენებით, რომლებითაც „ნაპოლის” ყოველი მომდევნო მწვრთნელისთვის გუნდის შემადგენლობას აძლიერებდა. „აძურა” ხდებოდა სულ უფრო...

კონგო-ინდოეთი-თელავი…
ჩანაწერი

კონგო-ინდოეთი-თელავი…

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, ამიერიდან კახური კლუბის ღირსებას 26 წლის კონგოელი თავდამსხმელი, რიჩარდ კულე მბომბო დაიცავს კულე მბომბო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, კარიერაც 2016 წელს იქაურ AS Vita Club-ში, დაიწყო, საიდანაც ერთი წლის შემდეგ ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გადავიდა. ბელგიური ფეხბურთის გრანდმა კულე ერთი წლის შემდეგ ბელგიაშივე, „ბეერსხოტში“ გაანათხოვრა. „ბეერსხოტიდან“ ფეხბურთელმა სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ყაზახეთის „ქაისარში“,...

რა მოხდა უდინეში თამაშის მერე?
ჩანაწერი

რა მოხდა უდინეში თამაშის მერე?

„უდინეზესა” და „ნაპოლის” თამაშის წინა დღეს უდინელმა ულტრასებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნეაპოლელებს თავიანთ ქალაქში ზეიმის საშუალებას არ მისცემდნენ. როდესაც შეხვედრა დასრულდა (1:1) ისინი საქმეზე გადავიდნენ. რამდენიმე ათეული „შავ-თეთრი” ფანი მოედანზე ჩახტა და ფეხბურთელებთან ჩამხტარ მოზეიმე ნეაპოლელებს ქამრებით და ხელკეტებით დაერია. ნეაპოლელები მინდორზე გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ მათი ამოცანა ჩხუბი კი არა, ზეიმი იყო და ამიტომ...

ზეიმის დროს ნეაპოლში მკვლელობა მოხდა
ჩანაწერი

ზეიმის დროს ნეაპოლში მკვლელობა მოხდა

ნეაპოლში, სკუდეტოს ზეიმის დროს 26 წლის კაცი მოკლეს. მას ერქვა ვინჩენცო კოსტანცო, ცხოვრობდა უბან პონტიჩელიში და სავარაუდოდ დ’ამიჩოს კრიმინალურ კლანთან იყო დაახლოებული. პოლიცია და კარაბინიერები საქმის ცხელ კვალზე გამოძებას ცდილობენ. მოკლულის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ჯავრი საავადმყოფოზე იყარეს — მიმღები დალეწეს. მოვლენათა თანმიმდევრობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. სასწრაფომ თუ პოლიციამ ინციდენტის შესახებ შეტყობინება კარლო...

მილოცვები, მილოცვები!
ჩანაწერი

მილოცვები, მილოცვები!

პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” თავი მოუყარა მილოცვების ნაწილს, რომლებიც „ნაპოლის” გაჩემპიონების შემდეგ სოციალურ სივრცეში გამოჩნდა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ მათი უმრავლესობა გულწრფელია, თუმცა არის ერთი, სადაც ირონიის დანახვა შეიძლება. ის „იუვენტუსს” ეკუთვნის და დასაწყისში მოვიტანოთ: „ვითვალისწინებთ რა უამრავ კომპლიმენტს, რომელიც ბოლო წლებში მიგვიღია, არ შეგვიძლია არ მივულოცოთ „ნაპოლის” მესამე სკუდეტო”, — წერს...