დღეს სერია A-ს ჩემპიონატის 33-ე ტურის ბოლო დღეა: „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 12 ნოემბერს გაიმართა და დასრულდა „აძურის” გამარჯვებით 3:2. ხვიჩა კვარაცხელია იმ მატჩში ზურგის ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ოსიმენის, ჟელინსკის და ელმასის გოლებით „ნაპოლი” დაწინაურდა — 3:0, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ნესტოროვსკიმ და სამარჯიჩმა ორი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.
„ნაპოლი” მიმდინარე სეზონში სტუმრად საუცხოოდ თამაშობს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა 16 შეხვედრიდან 14 მოიგო, გაიტანა 34 (საშუალოდ მატჩში 2,12 გოლი) და გაუშვა მხოლოდ 8 გოლი. იმ ორი შეხვედრიდან, რომელიც „ნაპოლიმ” სტუმრად ვერ მოიგო, ერთი გახლდათ უგოლო ფრე „ფიორენტინასთან”, მეორე კი 0:1 მარცხი „ინტერთან”. ზემოთ ნახსენები 16 შეხვედრიდან „პარტენოპეელებმა” ათში ორიდან ოთხ გოლამდე გაიტანეს.
რაც შეეხება „უდინეზეს”, ამ გუნდმა მიმდინარე სეზონში შინ მხოლოდ ორჯერ წააგო, მაგრამ კარის მშრალად შენახვა, მითუმეტეს „ნაპოლისთან” გაუჭირდება — „სტადიო ფრიულიზე” გამართულ 15 შეხვედრიდან თერთმეტში უდინელებმა მინიმუმ ერთი გაიტანეს ან გაუშვეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
