„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შეუერთდება. 21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს, 16 წლისას ჰქონდა.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გულიაშვილმა „საბურთალოში“ 35 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
