ჭდე: გიორგი გულიაშვილი

Home გიორგი გულიაშვილი
გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]
ჩანაწერი

გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანტანდერელები სტუმრად ლა ლიგაში გადასასვლელად უშუალო კონკურენტ „კასტელონს“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. გიორგი გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს არცაა გასაკვირი – ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან
ჩანაწერი

გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან

„თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ბოსნიაში დასვენებაა, მაგრამ მე ვარჯიში არ შემიწყვეტია, გუშინ კი საშუალება მომეცა უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა. მზად ვარ როგორც კი მწვრთნელს დავჭირდები საქმეში ჩავერთო. მინდა „რასინგის’’ პროექტის ნაწილი გავხდე. მომეცა საშუალება ხოსე ალბერტოსთან (მწვრთნელთან) მელაპარაკა. მან კარგად მიმიღო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებზე დეტალურად ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ’’, ― თქვა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის სეგუნდა...

რასინგ-გიორგი
ჩანაწერი

რასინგ-გიორგი

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერმა სანტანდერის „რასინგმა“ „სარაევოდან“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გულიაშვილმა „სარაევოში“ გატარებულ სამ სეზონში 70 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.  

სარაევოში, ამჯერად ქალებში…
ჩანაწერი

სარაევოში, ამჯერად ქალებში…

ბოსნიური ქალთა საფეხბურთო კლუბ „სარაევო 2000“-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნათია დანელია ჩაირიცხა. „სიამაყით წარმოგიდგენთ „სარაევო 2000“-ის ახალწვეულს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ნათია დანელიას. ნიჭიერი, სისწრაფითა და ტექნიკითა გამოირჩეული ფეხბურთელი თბილისის „კვარტალში“ თამაშობდა. ნათია საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, ვიმედოვნებთ, რომ მისი საერთშორისო გამოცდილება „სარაევოს“ კიდევ უფრო გააძლიერებს და წარამტებას მოუტანს. ჩვენს კლუბში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო კარიერაში...

23 ერთი დებიუტანტით…
ჩანაწერი

23 ერთი დებიუტანტით…

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს ჩაატარებს – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპურისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთო დებიუტანტია – „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდი, ბოსნიის ჩემპიონატი ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს,...

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…
ჩანაწერი

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…

„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შეუერთდება. 21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს, 16 წლისას ჰქონდა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გულიაშვილმა „საბურთალოში“ 35 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.  

საბურთალომ ნამუსი მოგვწმინდა
ჩანაწერი

საბურთალომ ნამუსი მოგვწმინდა

თბილისის „საბურთალო“ მეოთხე ქართული გუნდია, რომელმაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ ევროტურნირებზე ბრძოლა გააგრძელეა. აქამდე ეს თბილისის „ამერს“ (ბანანცთან), გორის „დილას“ (ანორთოსისთან) და „ბათუმს“ (ბატესთან) მოეხერხებინა. კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალომ“ შინ 0:1 წააგო ალბანურ „პარტიზანთან“, მაგრამ სტუმრად გიორგი გულიაშვილის გოლით იგივე ანგარიშით მოიგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი, საბურთალოელები უკეთესნი იყვნენ და...