დღე: იანვარი 16, 2023

Home 2023 იანვარი 16 (ორშაბათი)
სუპერთასი ახლებურად…
ჩანაწერი

სუპერთასი ახლებურად…

ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით. „ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს...

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…
ჩანაწერი

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…

„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შეუერთდება. 21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს, 16 წლისას ჰქონდა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გულიაშვილმა „საბურთალოში“ 35 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.  

დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!
ჩანაწერი

დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!

ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა! გარდა ამისა,...

გავი – პირველი 1974 წლის შემდეგ
ჩანაწერი

გავი – პირველი 1974 წლის შემდეგ

ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ 3:1 მოუგო და პრიზს დაეუფლა. კატალონიელთა 18 წლის ნახევარმცველმა, გავიმ, ერთი ბურთი თავად შეაგდო, ორიც პარტნიორებს გაატანინა. ამისდაკვალად, გავი პირველი ფეხბურთელი გახდა 1974 წლის შემდეგ, რომელმაც „კლასიკოში“ „1+2“ შეასრულა. მანამდე ასეთი რამ 49 წლის წინათ იოჰან კრუიფს მოეხერხებინა – ამას ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდი...

ჯალაღონიას მესამე ლელო
ჩანაწერი

ჯალაღონიას მესამე ლელო

გასული ევროუქმეები ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა. აქ ჩემპიონთა თასის გათამაშებასა და ჩელენჯ კაპს ვგულისხმობთ. აი, საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში კი, აბა როგორ იქნებოდა, თუნდაც ერთი ქართული ლელო არ დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ყველაფერზე – რიგრიგობით. ჩემპიონთა თასი მიუხედავად ელიტურ ლიგებში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობისა, ჩემპიონთა თასის მატჩებში არცთუ მრავლად საქმდებიან ჩვენებურები. მორიგ ტურში მხოლოდ სამმა მოქმედმა თუ...

სუპერთასი ბარსას ახალგაზრდობას!
ჩანაწერი

სუპერთასი ბარსას ახალგაზრდობას!

„ბარსელონას” ბევრი ფეხბურთელისთვის ეს იყო პირველი ჯილდო. ამაზე საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ თავად მათმა მწვრთნელმა ჩავიმ ილაპარაკა — ახალგაზრდული გუნდი გვყავს და თუ მოვიგებთ ბიჭებისთვის ეს პირველი წარმატება იქნებაო. და მართლაც, თამაში რომ დაიწყო, „ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა მოედანზე ფოიერვერკი მოაწყვეს. მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” ხაზი გაუსვა, რომ პედრის მიერ გატანილი მესამე გოლი კატალონიური გუნდის...

ნაპოლი — 80 პროცენტით ჩემპიონი
ჩანაწერი

ნაპოლი — 80 პროცენტით ჩემპიონი

ამერიკულ ABC News-ს აქვს მონაცემთა ანალიზის პორტალი FiveThirtyEight, რომელმაც ქიციც შეისწავლა, ქიცმაცურიც, აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ „ნაპოლი” სკუდეტოს უკვე 80%-ით ფლობს, ჩემპიონთა ლიგაში კი 99%-ით გაიმარჯვებს. ხსენებული პორტალი ყოველი ტურის შემდეგ ამატებს ახალ მონაცემებს თავის უკვე დამუშავებულ რიცხვებს. ის წამყვანი ლიგების შესწავლით არის დაკავებული. სერია A-ს ბოლო ტურის შემდეგ ანუ მას მერე, რაც „მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას...

ბაზაძემ წელი გრან პრით დაიწყო
ჩანაწერი

ბაზაძემ წელი გრან პრით დაიწყო

სანდრო ბაზაძე კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 29 წლის მოფარიკავე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია. ამასთან, ბაზაძე გრან პრის ტურნირების პირველი ქართველი გამარჯვებულია! ფინალში, სანდრომ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა იოლი ნადვილად არ ყოფილა: ჩვენებურმა რუმინელი მატეი სიდუ (15:4) იოლად კი დაამარცხა,...