ამერიკულ ABC News-ს აქვს მონაცემთა ანალიზის პორტალი FiveThirtyEight, რომელმაც ქიციც შეისწავლა, ქიცმაცურიც, აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ „ნაპოლი” სკუდეტოს უკვე 80%-ით ფლობს, ჩემპიონთა ლიგაში კი 99%-ით გაიმარჯვებს. ხსენებული პორტალი ყოველი ტურის შემდეგ ამატებს ახალ მონაცემებს თავის უკვე დამუშავებულ რიცხვებს. ის წამყვანი ლიგების შესწავლით არის დაკავებული.
სერია A-ს ბოლო ტურის შემდეგ ანუ მას მერე, რაც „მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „იუვენტუსს” 5:1 მოუგო და ცხრილში 18 ტურის შემდეგ 9 ქულით დაწინაურდა, FiveThirtyEight-ის ყურადღების ცენტრში სწორედ „აძური” მოექცა.
სკუდეტოს 80%-ით „ნაპოლი” მოიპოვებსო, თქვეს კომპიუტერული გამოთვლების დიდოსტატებმა. დანარჩენი 20% კი ასე გაანაწილეს: 7% „მილანს”, 9% „ინტერს”, 2% „იუვენტუსს”, დარჩენილი კი მავანთ და მავანთ.
„იუვენტუსი” კერკეტი კაკალია და „ნაპოლისთან” კალაპოტიდან ამოვარდნას თუ არ ჩავთვლით, შესანიშნავი სტატისტიკაც ჰქონდა, მაგრამ როგორ ჩანს FiveThirtyEight-ს უშუალოდ მის თამაშში არ მოეწონა რაღაც პარამეტრები.
FiveThirtyEight-ის გამოთვლის სისტემა 2009 წელს ამერიკაში შექნეს. თავდაპირველად მას მარტო პოლიტიკაში იყენებდნენ, ბოლო წლებში კი სპორტული შეჯიბრებების შესაფასებლადაც იყენებენ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
