ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ადასტურებს. „ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე „კარლსრუეში“ უნგრული „ფეჰერვარიდან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გადმოვიდა. იგი კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიდან გვახსოვს, მისი ყოფილი კლუბი „ფეჰერვარი“ „კიოლნს“ შეხვდა და ზივზივაძემ იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში. „ზივზივაძე გასულ ზაფხულს გვყავდა სატრანსფერო...
ნეის 5 დღე
„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდის დიდვარსკვლავ ნეიმარს, კუნთების დაძაბულობა დაუდგინდა და ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ფრანგული ლიგა 1-ის მატჩში „მონპელიეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს… საინტერესოა, რომ ნეიმარი 5 თებერვალს 31 წლის ხდება. შარშან თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიელი ასევე „ტრავმირებული“ გახლდათ – რატომღაც დაბადების დღის წინ ყოველთვის „რაღაც“ ემართება და შემდეგ ბრაზილიაში მიფრინავს ხოლმე დღეობის აღსანიშნავად. ეს ისტორია...
ბაიერნი – კანსელუ
მიუნხენის „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ მცველი ჟოაო კანსელუ გადაიბირა. „ბაიერნმა“ პორტუგალიელი მცველი იჯარით აიყვანა, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით. მიუნხენური კლუბი ფეხბურთელს დიდი ხანია თვალყურს ადევნებს და აპირებს სიტუაციით ისარგებლა კიდეც – კანსელუ „სიტის“ ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დროის გამო უკმაყოფილო გახლდათ.. 28 წლის კანსელუ „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს. ჯამში, პორტუგალიელმა ინგლისურ კლუბში 154 მატჩი ჩაატარა, ცხრა...
იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გასაყიდად ემზადება
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა, შესაძლოა, მალე ტურინული კლუბი დატოვოს. „იუვეს“ ხელმძღვანელობა მზადაა კლუბისთვის სანქციების დაწესების შემდეგ (გუნდს სატრანსფერო მაქინაციების გამო სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს), სერბ თავდამსხმელს საბიუჯეტო პრობლემების გამო დაშორდეს. იტალიელები დუშანის ტრანსფერში მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლაჰოვიჩით „არსენალი,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდნენ. დუშანი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან...
მადლობა, ვაკო…
ჩესტოხოვას „რაკოვმა“ ვაკო გვილიასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. „ვაკო, მადლობა და წარმატებები მომავალ კარიერაში“, – წერია ექსტრაკლასას ლიდერის ოფიციალურ გვერდზე. გვილიას კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა. 28 წლის ნახევარმცველი „რაკოვში“ 2021 წლის აგვისტოში „ლეგიადან“ გადავიდა, თუმცა სულ 28 მატჩი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობაში პოლონეთის თასზე 1 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ტრავმამ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა...
ისევ ლაშა…
სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა, 2022 წელი შევაჯამეთ. სპორტული მედიის წარმომადგენლებმა საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დავასახელეთ. მან 156 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველ ნომერ ტატო გრიგალაშვილს (141) მცირედით აჯობა. მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას...
ოტავიო ბიანკი: ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია
„ნაპოლის” სკუდეტოს მოპოვება ნამდვილად შეუძლია — მას19 ტურის შემდეგ კონკურენტები საგრძნობლად ჩამორჩებიან, მაგრამ იტალიის ჩემპიონობა არ არის ერთადერთი ტიტული რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ეზომება. ჩემპიონთა ლიგა — აი, კიდევ ერთი დიდი ჯილდო, რომლითაც „პარტენოპეელებს” შეუძლიათ თავიანთი „დიდების დარბაზი” დაამშვენონ. ასე მიაჩნია 79 წლის ლეგენდარულ მწვრთნელს ოტავიო ბიანკის, რომლის ხელშიც „ნაპოლი” 1986-87 წლების სეზონში სერია A-ს...
მეექვსედ მოსვლა ანუ ვოროს სიცოცხლე!
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” სალვადორ გონსალესი იგივე ვორო დაუბრუნდა. რაც კლუბს „მერიტონი” ფლობს ვოროს გუნდის ტალახიდან ამოსაყვანად უკვე მეექვსედ იწვევენ — საკმარისია მწვრთნელი მოხსნან, რომ მხსნელად მას ეძახიან. ჩვეულებრივ ვორო მუდამ კედელზე დაკიდებული ცეცხლის ჩამქრობის ფუნქციას ჩინებულად ართმევს თავს, თუმცა Superdeporte-ს მიაჩნია, რომ „ღამურების” ყოფილ ფეხბურთელს ახლა ყველაზე რთულ ამოცანასთან მოუწევს შეჭიდება. ამჯერად სპორტული პრობლემების გარდა...
გატუზო სახლში გაუშვეს
როგორც მოსალოდენელი იყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდებობიდან გაათავისუფლა – კლუბმა განცხადება საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა. ბოლო 10 მატჩიდან „ვალენსიამ“ მხოლოდ 2 მოიგო, გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას, ნახევარფინალში დამარცხდა ესპანეთის სუპერთასზე. ესპანური ლა ლიგის გათამაშებაში „ღამურები“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. ვალენსიელთა...
გიგაშვილი კვლავ ტურის სიმბოლურშია!
საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა. მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი...









