მადლობა, ვაკო…

Home კატეგორიის გარეშე მადლობა, ვაკო…
მადლობა, ვაკო…

No description available.ჩესტოხოვას „რაკოვმა“ ვაკო გვილიასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. „ვაკო, მადლობა და წარმატებები მომავალ კარიერაში“, – წერია ექსტრაკლასას ლიდერის ოფიციალურ გვერდზე.

გვილიას კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა. 28 წლის ნახევარმცველი „რაკოვში“ 2021 წლის აგვისტოში „ლეგიადან“ გადავიდა, თუმცა სულ 28 მატჩი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობაში პოლონეთის თასზე 1 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ტრავმამ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა და საბოლოოდ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.