გამოცემა topsoccer-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. „საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გიორგი მამარდაშვილმა სახელი სამშოლოში კარგი თამაშით გაითქვა და 2021 წელს ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრუელბით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიას“ შეუერთდა. თავიდან იგი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში ემზადებოდა, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში „ღამურების“ მთავარი მწვრთენელის, ხოსე ბორდალასის ყურადღება მიიპყრო. მწვრთნელმა მამარდაშვილი პირველ...
კვარა სიმბოლურში
გამოცემა 90min-მა სერია A-ს 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „როდესაც კალენდარული წელი დასრულდა, ვიფიქრეთ, შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებიდან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს 90 min. „ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელია. მისთვის მოედანზე დაბრკოლება, ფაქტობრივად, არ არსებობს“, – ასე ახასიათებს გამოცემა შემტევს. გამოცემა...
ინტერის პრეზიდენტს კვარას ფენომენ რონალდოსთან შედარება სთხოვეს
ხვალ „სან სიროზე” „ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. შეხვედრის წინ მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ Radio Punto Nuovo-ს ინტერვიუ მისცა. „ეს შეხვედრა „ინტერისთვის” გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „ნაპოლისთვის”, — თქვა პრეზიდენტმა, — „ინტერისთვის” ჩემპიონატის განახლება შეიძლება აღმასვლის დასაწყისი გახდეს. „ნაპოლი” წნეხის ქვეშ არის, რადგან სეზონის წყვეტის შემდეგ ყველა მას უყურებს, ყველას აინტერესებს შეძლებს კი „აძური” ისეთივე საშინელი...
მანჩინი: ჩემმა შვლიმა კვარას შესახებ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მითხრა
ახლოვდება სერა A-ს ჩემპიონატის მეორე ეტაპი, ახლოვდება „ინტერისა” და „ნაპოლის” 4 იანვრის დაპირისპირება და მრავლდება იტალიურ პრესაში წერილები, ცნობები თუ კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. ამჯერად, „ლა გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში ქართველი გარემარბის შესახებ იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ილაპარაკა: „ჩემი შვილი, ანდრეა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მეუბნებოდა, რომ არის ასეთი ფენომენალური ფეხბურთელი — ხვიჩა...
გოგიჩამ ტოპ 14 საახალწლოდ დაასველა
მიმდინარეობდა „კასტრისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 44-ე წუთი, როცა მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში დაინიშნა დერეფანი. პარიზელებმა ეშმაკურად მოაწოდეს: ბურთმა მხტომელთა ხელებს ზემოდან გადაუფრინა, ხოლო დერეფნის ბოლოში მას ჩასაფრებული გურამ გოგიჩაშვილი ელოდა. ქართველი ბურჯი მიზნისკენ მკვირცხლად დაიძრა, რამდენიმე კასტრელმა მისი შეყოვნება შეძლო, მაგრამ გურამს მისი პარტნიორი, აფრიკელი ვეტერანი ტრევორ ნიაკანე დროულად შემოეშველა, „გოგიჩამ“ კი ამ ბიძგის...
მოურინიუ: მაგრამ თუ სუფთა ნიჭით ავიღებთ…
ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემპიონატმა და არგენტინის გამარჯვებამ, ნაწილობრივ კი პელეს გარდაცვალებამ მთელს მსოფლიოში კამათის ახალი ტალღა გამოიწვია: ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? იგივე ჰკითხეს „რომას” პორტუგალიელ თავკაცს, ცნობილ ჟოზე მოურინიუს, რომელმაც როგორც სჩვევია გავრცელებულთაგან განსხვავებული პასუხი გასცა. მოურინიუს აზრით საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა, ნაზარიო დე ლიმა, ფენომენი. „კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის უფრო ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ,...
ნაპოლის 68 პროცენტიანი შანსი და კალენდარი
„ნაპოლიმ” 2023 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამ ვარჯიშის მთავარი მიზანი „ინტერთან” 4 იანვრის მატჩისთვის მომზადება იყო. ზოგადად კი „აძურისთვის” იანვარი რთული თვეა, რადგან გუნდს ძალიან ხშირად უწევს „ფრონტის წინა ხაზზე” ყოფნა. ლუჩანო სპალეტისა და მის ფეხბურთელებს 4 იანვრიდან 29 იანვრამდე 6 მატჩი უწევთ. ამ 25 დღის განმავლობაში მათ ის რვაქულიანი უპირატესობა უნდა დაიცვან, რომელიც სეზონის...
იტალიელი მწერალი: კვარა ჩემთვის ის კაცია, ვინც თქვა – არა პუტინს!
„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ინტერვიუ ჩამოართვა პოპულარულ იტალიელ მწერალს, ნეაპოლელ რობერტო სავიანოს, რომელმაც სხვა თემების გარდა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა. „ჩემი ფავორიტი კვარაცხელიაა, — თქვა სავიანომ, — მის შესახებ მამაჩემმა ჯერ კიდევ ხვიჩას „ნაპოლიში” გადასვლამდე მითხრა. 21 წლამდელთა ნაკრებში უნახავს. მე ის მომწონს, რადგან ფეხბურთელის იერი არ აქვს. ის ჰგავს მორცხვ ბავშვს, რომელიც ბურთს ქუჩაში დასდევს....
ლა რეპუბლიკა: კვარას ნაპერწკალი დაუბრუნდა
„ნაპოლიმ” კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში, დახურულ კარს მიღმა, „იუვე სტაბიასთან” ითამაშა. ამ შეხვედრის მიზანი 4 იანვარს „ინტერთან” პრინციპული დაპირისპირების წინ იმ ფორმის აღდგენა გახლდათ, რომლის წყალობითაც „აძური” სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. „იუვე სტაბია” კამპანიის რეგიონის კლუბია. ის სერია C-ში გამოდის. „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ 50 წუთიან ტესტში „ნაპოლიმ” აჩვენა, რომ სწორ გზაზე დგას. გაზეთი გვამცნობს,...
ვალენსიას მარცხი, მამარდას ძლიერი თამაში
გიორგი მამარდაშვილი გამორჩეული ფიგურა იყო. მეკარემ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და თავისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნა. გაშვებული გოლები მისი ბრალი არ იყო, — წერს AS „ვილიარეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრის შემდგ, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. მამარდაშვილს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს ვალენსიას ავტონომიური ოლქის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გამოცემა „სუპერდეპორტეც”, თუმცა მას მიაჩნია, რომ მეორე გოლის...









