გამოცემა 90min-მა სერია A-ს 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
„როდესაც კალენდარული წელი დასრულდა, ვიფიქრეთ, შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებიდან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს 90 min.
„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელია. მისთვის მოედანზე დაბრკოლება, ფაქტობრივად, არ არსებობს“, – ასე ახასიათებს გამოცემა შემტევს.
გამოცემა 90 min-ის მიერ შედგენილი სერია A-ს წლის გუნდი ასეთია:
მაიკ მენიო (მილანი); ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), ტეო ერნანდესი (მილანი); სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი); ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი).

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
