გამოცემა topsoccer-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
„საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გიორგი მამარდაშვილმა სახელი სამშოლოში კარგი თამაშით გაითქვა და 2021 წელს ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრუელბით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიას“ შეუერთდა. თავიდან იგი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში ემზადებოდა, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში „ღამურების“ მთავარი მწვრთენელის, ხოსე ბორდალასის ყურადღება მიიპყრო. მწვრთნელმა მამარდაშვილი პირველ გუნდში დააწინაურა, სეზონის პირველ მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
საიმედო თამაშის შემდეგ „ვალენსიამ“ ახალგაზრდა მეკარეს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.
წინა სეზონში ქართველმა მეკარემ 23 შეხვედრა ჩაატარა და 10-ში კარი „მშრალად“ შეინახა (560 წუთი გოლი არ გაუშვია). მამარდაშვილი ამჟამად არა მხოლოდ ლა ლიგის, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ არის მიჩნეული“, – წერს გამოცემა.
საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეთა ათეული ასეთია
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, 23 წლის)
გევინ ბაზუნუ (საუთჰემპტონი, 20)
ილიან მელიე (ლიდსი, 22)
მარტენ ვანდევორტი (გენკი, 20)
ალბან ლაფონტი (ნანტი, 23)
დიოგო კოშტა (პორტუ, 23)
ლუკას შევალიე (ლილი, 21)
გაბრიელ სლონინა (ჩელსი, 18)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, 22)
ლუის მარჯინესი (ატლეტიკო ნასიონალი, 19)
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
