ახლოვდება სერა A-ს ჩემპიონატის მეორე ეტაპი, ახლოვდება „ინტერისა” და „ნაპოლის” 4 იანვრის დაპირისპირება და მრავლდება იტალიურ პრესაში წერილები, ცნობები თუ კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. ამჯერად, „ლა გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში ქართველი გარემარბის შესახებ იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ილაპარაკა:
„ჩემი შვილი, ანდრეა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მეუბნებოდა, რომ არის ასეთი ფენომენალური ფეხბურთელი — ხვიჩა კვარაცხელია. ის მართალი აღმოჩნდა. დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ როდესაც ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ და მორჩა. თუ მოედანზე ერთი რაღაცის გაკეთების საშუალებას არ გაძლევენ, სხვა რაღაცებს აკეთებ”.
ამბობენ, რომ 2017 წელს კვარაცხელიას შეძენით „უდინეზე” იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ფეხბურთელის ტრავმამ შეუშალა ხელი.
იტალიელ გულშემატკივართა უმრავლესობისთვის კი საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელის შესახებ წლეულს გახდა ცნობილი, როდესაც ის „ნაპოლიში” გადავიდა და მიმდინარე ჩემპიონატში ეფექტი მოახდინა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
