იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „რადიო მარტესთან” ინტერვიუში „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” მოახლოებულ თამაშზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
„ვფიქრობ, მოლოდინი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მხარეა. ამჯერად ეს არის ლამაზი მოგზაურობა „ნაპოლი” — „იუვენტუსის” სამყაროში, რომელიც პარასკევს დასრულდება. „ნაპოლი” ბრუნდება — მან „ინტერთან” ცუდად დაიწყო, შემდეგ კი გენუაში „სამპდორიასთან” გამოფხიზლების ნიშნები გამოამჟღავნა.
„იუვენტუსი” ხანგრძლივი, დამღლელი მატჩების ბოლოს სრული ძალით ახერხებს თამაშს, მაგრამ თუკი „ნაპოლი” ისევ ისეთი გუნდი გახდება, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო, მაშინ „იუვე” დამარცხდება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ ბუნდოვნად არის. ვფიქრობ ამ ფეხბურთელზე ძალიან იმოქმედა გაქურდვამ, რასაც ის ტრავმა დაემატა, რომელმაც სამი თამაში გამოატოვებინა. იმედი მაქვს ექიმები, მწვრთნელები ან რომელიმე ძლიერი სპეციალისტი გაარკვევს რა მოხდა. მე კვარას სიდიადით და უნარებით მოხიბლული ვარ. მწამს რომ მას ევროპის ერთ-ერთ უდიდესი ფეხბურთელობა უწერია”.
შემდგ კი ჟურნალისტმა A1 ტრასაზე „ნაპოლისა” და „რომას” ქომაგების მასობრივი ჩხუბის შესახებ ილაპარაკა.
„ჩემი აზრით სტადიონზე ფანების არ-შეშვება და სექტორების დაცარიელება დიდი ვერაფერი გადაწყვეტილებაა. ეს გამოწვევის ადექვატური პასუხი არ არის. საკითხი სამართალდამცველებმა ჩვეულებრივი იურიდიული სისტემის ფარგლებში უნდა გადაჭრან. ფეხბურთმა კი ფულის ნაცვლად მთავრობას დაცვა უნდა სთხოვოს. ფეხბურთი მნიშვნელოვანი სფეროა და მას დაცვა სჭირდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
