„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა. კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია...
წელი: 2022
როგორ ჩამოგლიჯეს კარი ქართველებმა…
მსოფლიო მედიას ბორჯღალოსანთა გამარჯვება, ცხადია, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. წამყვანი სარაგბო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ექვსი ერისა“ და „მსოფლიო რაგბის“ მამებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“: „კვირას საღამოს საქართველომ თავის ისტორიაში ულამაზესი ფურცელი ჩაწერა: ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 ჭკუიდან გადასული პუბლიკის თვალწინ დაამარცხეს და ეს იყო არათუ...
კამერა გასახდელში
სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება. „ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები. ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან. სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას...
გატუზო გამოსავალს ეძებს
გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას”, ფინანსური პრობლემების გამო შემადგენლობის გაძლიერება არ შეუძლია, მაგრამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოსავლის ძიებაშია. ადრეც გვითქვამს, რომ ახალი მოთამაშეების შესაძენად „ჩეებმა” ჯერ თავიანთი ვარსკვლავებიდან უნდა გაყიდონ რომელიმე და მხოლოდ ამის შემდეგ, შემოსული თანხით შეიძინონ ახალწვეული, მაგრამ ჯერჯერობით „გასაყიდები”, გონსალო გედეში, კარლოს სოლერი და ხოსე გაია „ვალენსიაში” რჩებიან. და აი, ასეთ დროს გატუზო...
სროლა ბუენოს აირესში
არგენტინაში, მეოთხე დივიზიონის შეხვედრაში, სროლა ატყდა. ერთი ყმაწვილი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. იყო შემზარავი სცენები. ბუენოს აირესის დერბიში, სტადიონზე, რომელსაც ჰქვია „კამპო მუნისიპალ დე დეპორტეს”, „ლუხანი” „ალემს” მასპინძლობდა. ქაოსი თამაშის დაწყებიდან 15 წუთში დაიწყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 18 წლის ახალგაზრდა ტყვიით არის დაჭრილი. არეულობის მიზეზი სტუმარი გუნდის გულშემატკივრები ყოფილან, რომლებიც მანქანებით მოვარდნილან და ცეცხლი გაუხსნიათ. სულ...
საქართველოს გაუმარჯოს! ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კალათბურთელების დაწყებული საქმე გააგრძელა და ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა! აქამდე ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე ბორჯღალოსნებს არასოდეს ეთამაშათ, იტალია საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ე. წ. ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი! 28:19 – ასეთი ანგარიშით მოიგო ლევან მაისაშვილის რაზმმა. „რაზმი“ – სხვას ვერაფერს უწოდებ ამ ვაჟკაცების...
ნოლე, ნოლე, ნოლე… შვიდჯერ ნოლე !
ნოვაკ ჯოკოვიჩის 21-ე დიდი სლემის ტურნირი… მეტი მხოლოდ რაფა ნადალს აქვს – 22… სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი კარიერაში მეშვიდედ მოიგო, აქიდან ზედიზედ მეოთხედ… მეტი მხოლოდ დიდ როჯერს აქვს – 8. თავის მორიგ ტიტულს ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის ძლევით დაეუფლა. ნოლემ მეტოქე ოთხ სეტში – 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა. ავსტრალიელის ყუმბარისებურ ჩაწოდებებს ჯოკოვიჩმა პირველ სეტში...
ლა ბომბონერა საშიშია
ბუენოს აირესის ლეგენდარული სტადიონიდან, რომელსაც „ლა ბომბონერა” ჰქვია, შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. როგორც ჩანს ნაგებობა სავალალო დღეშია. „ლა ბომბონერა” არგენტინის 34-გზის ჩემპიონ „ბოკა ხუნიორსს” ეკუთვნის. ჩანაწერში, რომელმაც სოციალური ქსელების მეშვეობით მთელი მსოფლიო მოიარა, ჩანს, რომ სტადიონზე გვარიანი ნაპრალი გაჩნდა. ნაპრალი მაღალ ტრიბუნაზეა, რომელზეც ტრადიციულად „ბოკა ხუნიორსის” გულშემატკივრები იკრიბებიან. საქმე იმდენად ცუდად არის, რომ კონსტრუქციის ნაწილი ადამიანის...
რატომ მისცეს რონალდუს ფული?!
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედისგან” ექვსნიშნა ბონუსი მიიღო და… კლუბიდან წასვლა ითხოვა. მოვლენათა ასეთმა თანხვედრამ ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. რა ფული მისცეს პორტუგალიელს? ეს გახლდათ თანხა, რომლის თაობაზე მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი და მანჩესტერული კლუბი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს შეთანხმდნენ, როდესაც რონალდუ „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა. საქმე ის არის, რომ რონალდუ მანჩესტერში ხელფასის ფაქტობრივ განახევრებას დათანხმდა. იტალიაში,...
ინგლისურ ფეხბურთს საგადასახადომ შეუტია
ინგლისში გადასახადებისთვის თავის არიდებას 329 ფეხბურთელს ედავებიან. ცხადია, აქ მარტო პრემიერლიგის მოთამაშეებზე არ არის ლაპარაკი. ეჭვმიტანილთა რაოდენობა მას მერე გაიზარდა, რაც HMRC ანუ მისი უდიდებულესობის შემოსავლებისა და საბაჟო სამსახური ფულის თვლას შეუდგა. ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდაო წერენ: ერთი სეზონის წინ თურმე მხოლოდ 93 საქმეს ჩხრეკდნენ. ფეხბურთელების გარდა საგადასახადო დანაშაულის გამო 31 კლუბისა და 91 აგენტის საქმესაც...









