წელი: 2022

Home 2022
დიბალა გადედაქალაქელდა
ჩანაწერი

დიბალა გადედაქალაქელდა

„რომა“ უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხდებს პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. 28 წლის არგენტინელი რომაელებთან ხელშეკრულებას 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ყოფილი იუვენტუსელის ხელფასი დედაქალაქურ კლუბში წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1,5 მილიონი ბონუსის სახით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 ივლისს დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. დიბალას...

აგერ, პასპორტი
ჩანაწერი

აგერ, პასპორტი

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეემატა – 25 წლის ჯოვინო ფილო ფლამარიონი! „ბათუმის“ ფორვარდს ქართული პასპორტი უკვე ხელთ აქვს და შიგ ჩარტყმული პირველი სასაზღვრო შტამპიც – ჯოვინო გუნდთან ერთად პოლონეთში, პოზნანის „ლეხთან“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გაემგზავრა. ჯოვინო ბრაზილიაშია დაბადებული. საქართველოში კი 2017 წელს ჩამოვიდა და ქომაგის სიმპათიაც მალევე დაიმსახურა. ერთი პერიოდი რუსეთში, ვოლგოგრადის „როტორში“ კი...

ბარსელონას ფოკუსები
ჩანაწერი

ბარსელონას ფოკუსები

„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება. „ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც...

კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
ჩანაწერი

კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება

„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...

ერეკლეს ოქრო ზაგრებში
ჩანაწერი

ერეკლეს ოქრო ზაგრებში

ზაგრებში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა – 15-წლამდელთა შორის, სადაც წარმატებით გამოდიან ჩვენ გუნდები. 18 ივლისს გამოსვლა დაამთავრეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომლებიც სამშობლოში მედლებით დატვირთულები დაბრუნდებიან. 18 ივლისს ასპარეზობა დაიწყეს ბერძენ-რომაელებმა და… ოქრო პირველსავე დღეს მოიპოვა ოზურგეთელმა ერეკლე თავბერიძემ, რომელმაც 48 წონითი კატეგორიის ნახევარფინალში თურქი მელიჰ იეგინი დაამარცხა, ხოლო ფინალში მის გზას აზერბაიჯანელ საიად...

უხერხული პაუზის შემდეგ ტენ ჰაგმა გაიღიმა
ჩანაწერი

უხერხული პაუზის შემდეგ ტენ ჰაგმა გაიღიმა

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელებს გამოკვეთილი ხასიათი არასდროს აკლდათო, წერს „დეილი მეილი”. ინგლისური გაზეთის აზრით, ალექს ფერგიუსონის ხელში გლადიატორთა სულისკვეთება შეინიშნებოდა, ლუი ვან გაალი ექსცენტრული კაცი იყო, ხოლო ჟოზე მოურინიუ ბოროტი შოუმენის როლს ასრულებდა. დევიდ მოიესი და ოლე გუნარ სულშერი უფრო თვინიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრიტანულ პრესას მათი მჭახე ციტატები არ აკლდა. დაახლოებით ასე იყო რალფ რანგნიკიც,...

მამარდაშვილის 63
ჩანაწერი

მამარდაშვილის 63

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ავსტრიის ქალაქ ალტახში პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში გერმანულ „დორტმუნდს” 3:1 მოუგო. გიორგი 63-ე წუთამდე მოედანზე იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. სტატისტიკის თანახმად, ამ შეხვედრაში დორტმუნდელებმა კარში 6-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ხუთჯერ კი მას ადგილზე „ღამურების” მეკარე დახვდა. ვალენსიელთა კარზე ძირითადი დატვირთვა პირველ ტაიმში მოდიოდა. ეს იყო...

ბაზაძემ ბრინჯაოს იკმარა
ჩანაწერი

ბაზაძემ ბრინჯაოს იკმარა

ქაიროში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ბოლო წლებში უშუალო კონკურენტ აარონ სილაგის დაუპირისპირდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 11:15 დამარცხდა. შედეგად, ჩვენებურს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ერგო. თუმცა, მონდიალზე ბრინჯაოს მედალი პატარა ამბავიც არ არის… სილაგიმდე ქართველმა მოფარიკავემ ოთხი რაუნდი გაიარა: გერმანელ ფრედერიკ კინდლერს (15:8) მოუგო, უნგრელ ჩანად გემეშის (15:12) სძლია, ჩინელი ჩენპენ შენი...

ის ბაიერნში ითამაშებს
ჩანაწერი

ის ბაიერნში ითამაშებს

მატეის დე ლიხტი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი იქნება. კონტრაქტი საათების ამბავია, ტრანსფერის დასრულებას „იუვენტუსის“ მწვრთნელი მაქსი ალეგრიც კი ადასტურებს და ნიდერლანდელ მცველს ახალ კლუბში წარმატებებს უსურვებს. 22 წლის დე ლიხტის სანაცვლოდ გერმანელები 70 მილიონ ევროს გადაიხდიან, პერიოდულად, უფრო სწორად ტიტულების მოგების შესაბამისად კი „იუვენტუსი“ „ბაირნისგან“ 10 მილიონ ევროს მიიღებს საჩუქრის სახით. დე ლიხტი, ვინც დიდი კარიერა...

ლევანდოვსკი ბარსელონას სადილზე დაადგა…
ჩანაწერი

ლევანდოვსკი ბარსელონას სადილზე დაადგა…

მიუნხენიდან აბარგებული პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მაიამიში ჩაფრინდა და ახალ გუნდს სადილობისას გაეცნო… 33 წლის თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ტრანსფერისთვის კატალონიელებმა ბავარიელებს 50 მილიონი ევრო გადაუხადეს