წელი: 2022

Home 2022
51-კაციანი ქართველობა
ჩანაწერი

51-კაციანი ქართველობა

სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში...

საქართველო ბოლოში დარჩა…
ჩანაწერი

საქართველო ბოლოში დარჩა…

„აკროპოლისის თასი“ საბერძნეთმა მოიგო! ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძლებმა თურქები დაამარცხეს. კოსტას ანტეტენკუმპოს შესანიშნავი თამაშით ბერძნებმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგეს. თურქები დროულად გამოფხიზლდნენ – იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილ მასპინძლებს (ზურგის ტრავმა) სტუმრებმა 3 წამიან ზონაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შესვენებაზე 43:42 დაწინაურებულები გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე თურქებმა საკუთარი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ერთერთ სადავო ეპიზოდში თურქეთის მთავარი...

როგორ გახდა ბერბატოვი მცველი
ჩანაწერი

როგორ გახდა ბერბატოვი მცველი

როდესაც 2011 წლის სექტემბრის ამბავი შეახსენეს, დიმიტარ ბერბატოვს გაეღიმა. ეს ლიგის თასის მესამე ეტაპზე მოხდა. „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად 3:0-ს უგებდა და სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. ამ დროს დებიუტანტი ზეკი ფრაიერსიც დაშავდა, მატჩის დამთავრებამდე კი 10 წუთი რჩებოდა. სერ ალექს ფერგიუსონი ცოტა დაბნეული ჩანდა… ბულგარელი ვარსკვლავი, რომელიც დღეს თავის სამშობლოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძვის...

ჩელსის გაჰარების მოლოდინში
ჩანაწერი

ჩელსის გაჰარების მოლოდინში

„დეილი მეილის” ინფორმაციით „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის ჰარი მაგუაირის შეძენას ფიქრობს. გაზეთი ამბობს, რომ „იუნაიტედში” მაგუაირის მომავალი ბურუსით არის მოცული. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ორშაბათს, „ლივერპულთან” შეხვედრაში ადგილი გარანტირებული არ აქვს „სტემფორდ ბრიჯზე” შეიძლება ხსნად მოევლინოთ. პარალელურად, „ჩელსი” ცდილობს „ლესტერ სიტისგან” 21 წლის ფრანგი ვესლი ფოფანაც იყიდოს. „დეილი მეილმა” შეიტყო, რომ...

VAR-მა ბოდიში მოიხადა
ჩანაწერი

VAR-მა ბოდიში მოიხადა

მაიკ დინმა შეცდომა აღიარა: კრისტიან რომერო მარკ კუკურელიას თმაში ჩაეჭიდა და დაჰქაჩა. მას, როგორც VAR-ზე პასუხისმგებელ არბიტრს ეს უნდა დაენახა ან „ალავერდს” მთავარ არბიტრთან გადასულიყო. ხსენებული ინციდენტი ლონდონური დერბის დროს მოხდა. შეხვედრას ენტონი ტეილორი სჯიდა. „ჩელსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” დაუზავდა — 2:2. თამაში ნერვიული და დაძაბული გამოდგა. მწვრთნელებმა, თომას ტუხელმა და ანტონიო კონტემაც კი იჩხუბეს. თან...

საცხობიდან მგლებში
ჩანაწერი

საცხობიდან მგლებში

ინგლისურმა „ვულვზმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ მათეუს ნუნიესის სანაცვლოდ 42 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ნუნიესზე დიდ იმედებს ამყარებენ, ახლახან ის პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. საინტერესოა, რომ ნუნიესი „მგლებისთვის“ რეკორდული ახალშენაძენია. რამდენიმე წლის წინათ ბრაზილიაში დაბადებული ეს პორტუგალიელი ბიჭი თავისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა. მათეუსის მამინაცვალი პორტუგალიელი გახლდათ, დედა – ბრაზილიელი. ის ლისაბონში 13 წლისა ჩავიდა და დარჩა და დარჩა....

რა ხდება ნაპოლიში?
ჩანაწერი

რა ხდება ნაპოლიში?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” კვლავ ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯაკომო რასპადორიმ და ფრანგმა ტანგი ნდომბელემ გუშინ რომში „ვილია სტიუარტის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს და, როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, ჩაკი ლოსანოსა და ელიფ ელმასს წასასვლელად გზა გაუხსნეს. ლოსანო „მანჩესტერ იუნაიტედს” სდომებია, ელმასი კი „ევერტონს”. პარტენოპეელებმა ამ ზაფხულს შემადგენლობა გვარიანად შეცვალეს. ლუჩანო სპალეტის ფაქტობრივად ახალ ხალხთან უწევს მუშაობა, გუნდს ახალი...

ორშაბათამდე ოლდ ტრეფორდზე?
ჩანაწერი

ორშაბათამდე ოლდ ტრეფორდზე?

„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება მას ოთხწლიან კონტრაქტსა და კვირაში 350 000 გირვანქას მოუტანს. კაზემიროზე დიდი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (480 000 გირვანქა კვირაში) და დავიდ დე ხეას (375 000) ექნებათ. როგორც გაზეთი ამბობს, „იუნაიტედის” საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა ჯონ მარტოუმ ბოლო ორ...

დაულაგებელი საქართველო
ჩანაწერი

დაულაგებელი საქართველო

ათენში მიმდინარე „აკროპოლისის თასზე“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ილიას ზუროსის შეგირდები ამჯერად მასპინძლებთან დამარცხდნენ – 67:80. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბერძნები სათამაშოდ იანის ადეტოკუმბოს გარეშე გავიდნენ. ასევე აღსანიშნავია ფაქტია, რომ საქართველო ყოველთვის კარგად იწყებს და პირველი ტაიმი ამჯერადაც მოიგო, მაგრამ ბოლომდე ძალების გადანაწილება უჭირს, რის გამოც დასკვნით ნაწილს აგებს. ვერც იმას გავექცევით,...

ტიტე მბაპეს პასუხობს
ჩანაწერი

ტიტე მბაპეს პასუხობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა. „მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც...