წელი: 2022

Home 2022
ბათუმის მარცხი და ლომის ზავი
ჩანაწერი

ბათუმის მარცხი და ლომის ზავი

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეორე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებით აღინიშნა. დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებმა, პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ ბელგიურ „ბრიუსელს  დევილზს“ ასტრონომიური ანგარიშით – 95:0 გადაუარა, ხოლო ესპანურმა „იბერიანსმა“ ჰოლანდიურ „დელტას“ ერთობ მოკრძალებულად – 22:7 სძლია, რის შედეგადაც ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ორი პირენეური ფრენჩაიზი ჩაუდგა 9-9 ქულით. აღმოსავლეთში კი სიტუაცია საკმაოდ ჩაიხლართა. ჯერ იყო და,...

თორნიკე შენგელიამ ვარჯიში დაიწყო…
ჩანაწერი

თორნიკე შენგელიამ ვარჯიში დაიწყო…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, რის გამოც ევრობასკეტი გამოტოვა, ვარჯიში განაახლა. ბოლონიის „ვირტუსმა“ სოციალურ ქსელში შენგელიას ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი თამაშს დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენგელიამ ბოლონიელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. გასულ სეზონში „ვირტუსმა“ ევროთასი მოიგო და ახალი...

იუნაიტედში თამაში კი არ უნდოდა
ჩანაწერი

იუნაიტედში თამაში კი არ უნდოდა

ფრენკი დე იონგმა თქვა, რომ მართალია ერთხანს „ბარსელონაში” მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი გაურკვევლად იყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა არასდროს სდომებია. 25 წლის ნიდერლანდელი ზაფხულში კატალონიის კლუბთან ფინანსებზე დავობდა. „კამპ ნოუზე” დღემდე მისი მილიონები მართებთ. „ბარსელონა” დე იონგს სთავაზობდა სხვაგან გადასულიყო, ან ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმებოდა. პარალელურად კატალონიელებმა საერთო ენა გამონახეს „მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომლის თავკაცად, სწორედ...

კვარამ ლენტინის ახალგაზრდობა გაახსენა
ჩანაწერი

კვარამ ლენტინის ახალგაზრდობა გაახსენა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში” ეფექტური თამაშით სახელი გაითქვა და არა მარტო საქართველოში, იტალიასა და  მთელს მსოფლიოში შეიძინა თავგადაკლული გულშემატკივრები. დღე არ გავა, აპენინებზე მის შესახებ რომ არ დაწერონ. ახლაც, როდესაც ევროპაში სანაკრებო კვირეულია და ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში არიან დაქსაქსულები, „ლა გაძეტა დელო სპორტი” თავის საიტზე აქვეყნებს ვიდეოს თბილისიდან, საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშიდან, სადაც კვარა მისთვის...

ნაპოლიმ სასამართლო წააგო
ჩანაწერი

ნაპოლიმ სასამართლო წააგო

ქალაქ ნეაპოლის სასამართლომ დაადგინა, რომ ფეხბურთის კლუბ „ნაპოლის” აღარ აქვს უფლება დაამზადოს მაისურები დიეგო მარადონას გამოსახულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგენდარული არგენტინელის ხუთი მემკვიდრე ედავებოდა მავან სტეფანო ჩეჩის, რომელიც წარმოადგენს დუბაიში მდებარე ფირმას სახელწოდებით Diez Fze. სანამ საქმის არსში ცოტა უფრო მეტად გავერკვევით, ვთქვათ, ვინ არის სტეფანო ჩეჩი. ის გახლავთ ნეაპოლელი კაცი, რომელიც დიდი დიეგოს ფეხბურთელობის...

წაგება მასპინძელთან
ჩანაწერი

წაგება მასპინძელთან

დანია-საქართველო 3:1 1:0 როსი (36. მორტენსენის პასით), 2:0 ბენდგაარდი (40. ლინგის პასით), 3:0 კრისტენსენი (67. კლემის პასით), 3:1 გოცირიძე (87. ალიბეგაშვილის პასით) საქართველო: ბერუაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბატაძე (59. ღურწკაია), პირტახია, ლაცაბიძე, გოგნაძე (73. კალანდაძე), ცხოვრებაშვილი, ბაგრატიონი (73. ალიბეგაშვილი), პარკაძე, ბართია (59. ხაბულიანი), იობაშვილი (73. გოცირიძე) სათადარიგოები: მაქაცარია, მორჩილაძე, დათუაშვილი, თოდუა მწვრთნელი: ლაშა ფირცხლაიშვილი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის...

გიგაშვილმა ვულკანები დაალელოვა
ჩანაწერი

გიგაშვილმა ვულკანები დაალელოვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა სეზონში პირველი ლელო მიითვალა. „ტულონის მარჯვენა ბურჯმა „კლერმონთან“ საშინაო მატჩის 35-ე წუთზე „ვულკანების“ ჩათვლის მოედანი დალაშქრა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ „ტულონმა“ 30:29 მოიგო და კლერმონელებს პრემიალური ქულა გაატანა. გიგაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ზედიზედ მეორე მატჩში 20 წლის გიორგი ძმანაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გასინბინებული პირველხაზელი...

არც ნოიერი არც გორეცკა
ჩანაწერი

არც ნოიერი არც გორეცკა

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს შინ უნგრეთთან (23 სექტემბერს) და სტუმრად ინგლისთან (26 სექტემბერს) დანაკლისით ხვდება – გუნდს მეკარე მანუელ ნოიერი და ნახევარმცველი ლეონ გირეცკა დააკლდებიან. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერს და გორეცკას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი იზოლირებულნი არიან გუნდისგან და უახლოეს დროში დატოვებენ შეკრებას. ამას გარდა, „ბაიერნის“...

სერია A-დან მხოლოდ ხვიჩა…
ჩანაწერი

სერია A-დან მხოლოდ ხვიჩა…

ფეხბურთელებისა და გუნდების ანალიზის პლატფორმა Delphlyx-თან ერთად იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელო სპორტმა”, ევროპის 9 მოწინავე ლიგაში მოთამაშე 23-წლამდე ფეხბურთელებისგან  სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ სიმბოლურში იტალიური სერია A-დან ერთადერთი ფეხბურთელი მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია! იქვე მითითებულია რომ ხვიჩა იტალიის მთავარი ლიგის ოფიციალურმა გვერდმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. სერია A-ში კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე...

რად უნდათ ვალენსიაში ახალი მეკარე?
ჩანაწერი

რად უნდათ ვალენსიაში ახალი მეკარე?

ესპანურ plazadeportiva-ში გამოქვეყნდა საფეხბურთო მიმომხილველის ვინსენტ ფუსტერის წერილი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიაჩნია მას სწორად „ვალენსიაში” ახალი მეკარის მიყვანა. მოგეხსენებათ, „ღამურების” მეორე გოლკიპერი, 31 წლის ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა და გუნდს ნახევარი წლით გამოემშვიდობა. ამან მწვრთნელი ჯენარო გატუზო და კლუბის დირექტორატი აიძულა ეძებნათ მისი შემცვლელი, რათა გუნდის მთავარ მეკარეს, საქართველოს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო...