ფრენკი დე იონგმა თქვა, რომ მართალია ერთხანს „ბარსელონაში” მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი გაურკვევლად იყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა არასდროს სდომებია. 25 წლის ნიდერლანდელი ზაფხულში კატალონიის კლუბთან ფინანსებზე დავობდა. „კამპ ნოუზე” დღემდე მისი მილიონები მართებთ.
„ბარსელონა” დე იონგს სთავაზობდა სხვაგან გადასულიყო, ან ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმებოდა. პარალელურად კატალონიელებმა საერთო ენა გამონახეს „მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომლის თავკაცად, სწორედ ზაფხულში, დე იონგის ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა. ტენ ჰაგი და დე იონგი „აიაქსში” თანამშრომლობდნენ. კლუბები შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზეც — 72 მილიონი გირვანქა.
მაგრამ, ფინანსური დავის მიუხედავად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი და „ბარსელონა” დაზავდნენ. როგორც გაირკვა, დე იონგსაც სწორედ ეს სურდა.
— „ბარსელონადან” წასვლა ერთი წუთით არ მნდომებია, — თქვა ნახევარმცველმა ნიდერლანდების ნაკრების ბანაკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, — ამიტომაც ვინარჩუნებდი მთელი ზაფხულის განმავლობაში სრულ სიმშვიდეს”.
კატალონიელებთან ურთიერთობის დეტალებზე ფეხბურთელმა ლაპარაკი არ ისურვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
