წელი: 2022

Home 2022
დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს
ჩანაწერი

დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შინ „სელტასთან” ლა ლიგის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს თამაშობს. ამ შეხვედრას გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „პლასადეპორტივას” აზრით ხოსე ბორდალასი მაინც ხუთკაციან დაცვას უერთგულებს. კარში მამარდაშვილი არ იდგება. „ღამურების” შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლო თამაშს ჩაატარებს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი. დაცვის ფრთებზე ითამაშებენ ტიერი რენდალი და ხოსე გაია, ცენტრალური ტრიო კი ასეთი იქნება:...

ურტყა მაკბერნიმ ფანს თუ არა?
ჩანაწერი

ურტყა მაკბერნიმ ფანს თუ არა?

ოლი მაკბერნის პოლიცია დაკითხავს. ფეხბურთელს ბრალად გულშემატკივრის ცემა ედება. ფანმა სახელად ჯორჯ ბრინკლი თქვა: „შემეშინდა, რომ მომკლავდა”. 26 წლის ბრინკლი „ნოტინგემ ფორესტის” ათასობით ქომაგთან ერთად მოედანზე ჩახტა და „შეფილდ იუნაიტედთან” თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. ეს ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა. „ნოტინგემმა” „შეფილდი” პენალტებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს „ჰადერსფილდს” უნდა შეხვდეს და თუ...

დორტმუნდმა მწვრთნელს კარისკენ მიუთითა
ჩანაწერი

დორტმუნდმა მწვრთნელს კარისკენ მიუთითა

„დორტმუნდმა“ მარკო როზე გაათავისუფლა. „გლადბახიდან“ მისულმა მწვრთნელმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა ვესტფალიის კლუბში. ბუნდესლიგაში გასაგებია, მეორე ადგილზე გავიდა; ევროტურნირებზე ჩააგდო თამაშები, „სპორტინგმა“ ჩატოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და ევროპა ლიგაზე გადასული „გლაზგო რეინჯერსთან“ გავარდა. ვერც გერმანიის თასზე იბრძოლა… როზეთი უკმაყოფილონი იყვნენ ხელმძღვანელობაში, მათ შორის, სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი. ვინ იქნება ახალი მწვრთნელი? ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი....

კაკა მწვრთნელობას იწყებს
ჩანაწერი

კაკა მწვრთნელობას იწყებს

ჯერჯერობით ბოლო ბრაზილიელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო – კაკა. სიახლე კაკაზე: A ლიცენზია მიიღო და მწვრთნელობა სურს. გადაწყვიტა, ამ საქმიანობას მიჰყვეს, ოღონდ ჯერ არ იცის, სად იმუშავებს. ბრაზილიური საიტები წერენ, რომ სავარაუდოდ, კაკა სამშობლოში დაიწყებს. „სწავლა დამთავრებულია. ახლა გუნდი დამრჩა“, – თქვა კაკამ, რომელმაც 5 წლის წინათ ამერიკულ „ორლანდო სიტიში“ დაასრულა კარიერა. 2000-იანების შუაში რომ...

ნაპოლის ვეტერანი უნდა
ჩანაწერი

ნაპოლის ვეტერანი უნდა

„ნაპოლის” ამბებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მას მერე შეიძინა, რაც იტალიის ეს კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირეს. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ნეაპოლელები ბოსნიელი ნახევარმცველით მირალემ პიანიჩით არიან დაინტერესებულნი. 32 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას” საკუთრებაა და „ბეშიქთაშში” თამაშობდა. კატალონიელებს ის სათავისოდ არ სჭირდებათ და გაყიდვას უპირებენ. თავად ბოსნიელს კი ამბიცია არ აკლია, მას უნდა სერიოზული პროექტის სერიოზული ნაწილი...

რეშფორდი გასაშვებია?
ჩანაწერი

რეშფორდი გასაშვებია?

ერიკ ტენ ჰაგს სთხოვეს არ აჩქარდეს. მართალია, ბოლო პერიოდში მარკუს რეშფორდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ დიდი მომავალი ელის და მისი თავიდან მოშორება სწორი არ იქნება. ფოტოზე ხედავთ ტენ ჰაგსა და მის აგენტ კის ვოსს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლონდონის ოფისიდან გადიან. აქ ისინი კლუბის წარმომადგენლებს ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ელაპარაკებოდნენ. როგორც ითქვა ტენ...

ინგლისში გაგიჟდნენ: ვიეირამ ფანს დაარტყა
ჩანაწერი

ინგლისში გაგიჟდნენ: ვიეირამ ფანს დაარტყა

„კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, წარსულში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ მოედანზე ჩამხტარ, „ევერტონის” აბეზარ გულშემატკივარს უთავაზა. ეს მოხდა იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რომლის 85-ე წუთზე ლივერპულელთა თავდამსხმელმა დომენიკ კელვერტ-ლევინმა გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ანგარიში იყო 2:2. კელვერტ-ლევინის გოლის წყალობით „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ფანები სიგიჟემდე გაახარა. ისინი ათასობით ჩახტნენ მოედანზე. სწორედ მაშინ...

ვიწყებთ!
ჩანაწერი

ვიწყებთ!

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2022-23 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 24 მაისს თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება; 9 ივნისს ჩვენები ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ; ივნისის ბოლო შეხვედრა კი 12-ში, საქართველოსა და...

ნუ უსტვენთ!
ჩანაწერი

ნუ უსტვენთ!

მარკო ვერატიმ უკმაყოფილება გამოთქვა, მაყურებლები პსჟ-ის თამაშებზე გვისტვენენო, ანუ, ფაქტიურად, შინაც გასვლაზე ვთამაშობთო… ეს მითუმეტეს „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაში წაგების მერე (1:3). „ვიდრე პროფესიონალი გავხდებოდი, „პესკარას“ ფანი ვიყავი. ჩემპიონატი არასოდეს მოგვიგია, სულ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, მაგრამ თამაშების ყურებით ვტკბებოდი მაშინაც კი, როცა გუნდი აგებდა. … პსჟ-ში სხვანაირადაა. აქ სულ ლაპარაკობენ, რომ პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა დიდი ფეხბურთელები...

ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს
ჩანაწერი

ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საჩემპიონო აღლუმი დაგეგმა. ღონისძიება ლივერპულში გაიმართება 29 მაისს. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეა, რომელშიც მერსისაიდელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. 22-ში კი პრემიერლიგის ბოლო ტური ელით, რომლის შემდეგაც დიდი ალბათობით ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება… მაშ რაშია საქმე? საინტერესო ის არის, რომ ლივერპულელები ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას აღნიშნავენ, ამიტომ მნიშვნელობა არ...