„მილანის“ მწვრთნელ სტეფანო პიოლის საჩემპიონო მედალი მოპარეს. 56 წლის სპეციალისტი „სასუოლოსთან“ ბოლო ტურში მოგების მერე ზეიმობდა, შამპანურითაც გაწუწეს და ამ დროს ააცალეს… „საჩემპიონო მედალი ამაცალეს. ვიღაცამ ყელიდან მომხსნა. დიდი მადლობელი ვიქნები მისი, ვინც დამიბრუნებს. სხვა ჯერ არ მაქვს“, – თქვა პიოლიმ. სხვათა შორის, ეს პიოლის პირველი ტიტულია სამწვრთნელო კარიერაში. თან როგორი… „მილანი“ 2011 წლის მერე...
წელი: 2022
სტუმრების ტური
მე-15 ტურს ელიგის გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველი სამეულის გუნდებმაც ყველამ მოიგეს და 3-3 ქულა შემატეს მარაგს. ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს. სერიოზული სამგურალი გიორგი მიქაძის „სამგურალი“ მართლაც აღარ ხუმრობს. წყალტუბოური კლუბი ისტორიას წერს. ლიდერათა მარაქაში გაერია. შაბათს მათ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამ ექვს შეხვედრაში ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ – 14:1....
ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში
დღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების...
ტყაპა-ტყუპი მანჩესტერში
თუკი ინგლისში ვინმე ქვედა ლიგიდან ზედაში აღზევდა… თუმცა, აღზევდა კი არა, ფლეი-ოფის ფინალში მაინც გავიდა; თუკი ვინმე გავარდნას გადარჩა, თუკი ვინმეს ოდნავი სიხარულის მიზეზი მიეცა, ყველას ქომაგი მოედანზე ჩახტა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ან ალიყური აჭამა ან მუჯლუგუნი უთავაზა ან აგინა მაინც. ჰოდა, რაკიღა „მანჩესტერ სიტი” მთლად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, მანკუნიანელი გულშემატკივარი სხვას რატომ ჩამორჩებოდა?...
ვალენსიას მთავარი თამაში სტადიონს გარეთ ჩატარდა
ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე დაამარცხა „სელტა” 2:0, მაგრამ ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, რომ მთავარი „თამაში” „მესტალიას” გარეთ გაიმართა: ათეულობით ათასმა გულშემატკივარმა საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი ამოცანა იყო მთელი მსოფლიოსთვის გამოეცხადებინათ, რომ “ღამურების” ქომაგებს კლუბის მართვაში სიტყვა უნდა ეთქმოდეთ. მათ სურდათ დიდძალ ხალხს სტადიონს გარეთ, ქუჩაში მოეყარა თავი და არა ტრიბუნებზე. ცარიელი სკამები...
ბორის ჯონსონმა მიმოწერა დამალა
„დეილი მეილი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოფისმა რედაქცია „ნიუკასლ იუნაიტედის” საეჭვო გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებთან არ მიუშვა. შარშან, პრემიერლიგის კლუბი საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა 305 მილიონ გირვანქად შეიძინა. პრემიერ მინისტრის ოფისმა აღიარა, რომ „ნიუკასლის” გაყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საკითხებში თავის საგანგებო მრჩეველთან, კენ კოსტასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ მასთან მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „დეილი...
ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა. ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო....
ბულდოგებიც გაგლიჯეს
„შავმა ლომმა“ თავისი აფრიკული თავგადასავალი მორიგი გამარჯვებით გააგრძელა. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ ლონდონში ქარის თასის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში ადგილობრივი „ბორდერ ბულდოგზი“ ბონუსით – 35:5 დაამარცხა და 19 ქულა დააგროვა. ქართველებმა სამხრეთ აფრიკაში რაც ითამაშეს, ყველაფერი მოიგეს, ანუ სამივევე გამართულ მატჩში იმარჯვეს. სულ პირველში კენიელი მეტოქის არგამოცხადების გამო ჩვენს გუნდს 5...
როგორ დაარიგა პუტინმა გასახდელში საათები…
უკრაინელმა სერგეი რებროვმა გაიხსენა, რომ ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ 1999 წელს შედიოდა საფეხბურთო მატჩების დროს გასახდელში. როცა ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი… რებროვმა რუსეთი – უკრაინის გადამწყვეტი თამაში გაიხსენა, რომელიც 1:1 დასრულდა და ლურჯ-ყვითლები გავიდნენ ჯგუფიდან. მაშინ ანდრეი შევჩენკომ გაიტანა გოლი ჯარიმიდან, რომელიც ლამის ზედ აუტის ხაზზე დაინიშნა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმონოვმა კი უხეში შეცდომა...
ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ გარეთ ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება: 28 მაისს ხომ „რეალი“ – „ლივერპულია“… და ყველას ახსოვს ოთხი წლის წინანდელი ფინალი, როცა გარეთ ბეილმა ორი გოლი გაუტანა ლივერპულელებს და ის შეხვედრა 3:1 დასრულდა. და ახლა ვითომ შანსია, რომ ბეილი ათამაშოს ანჩელოტიმ? თუ გაიხუმრა? „ბეტისთან რატომ ვერ ითამაშა? მცირე ტრავმა ჰქონდა. მას სურდა გუნდთან...









