საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან მატჩით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა 2:1 მოიგო და ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველად ჩაატარა ზედიზედ 11 მატჩი წაუგებლად. გარდა ამისა, საქართველომ მოიგო C ლიგის ჯგუფი და B ლიგაშ აღზევდა, არამედ, საუკეთესო შედეგი აჩვენა, რითიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ეს ცნობილი 27 სექტემბერს, საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ გახდება.
იქამდე კი გიბრალტართან მატჩი. მოვიგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ისე ამჯერადაც არ ჩანდა მწვრთნელის ხელი. არადა, ზემოთ წაუგებელი მატჩების რეკორდზე ვსაუბრობდით.

მიუხედავად ამისა, სანიოლის ნამუშევარი უფრო ერთი ადამიანის საფეხბურთო უნარებია და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის გარეშე ნაკრები უფანტაზიოდ თამაშობს და მომენტების შექმნა უჭირს.
პირველი გოლიც სრულიად კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც მისივე წაქცევისთვის დანიშნნული პენალტი შეაგდო. მეორე გოლიც ინდივიდუალური ხასიათის იყო – გიორგი წიტაიშვილი შესანიშნავად გაძვრა მეტოქის ყრუ დაცვაში.
წინ ორი რუთული მატჩია და სანიოლს მძიმე პერიოდი ექნება…
ჰო, ნაკრებში მე-100 მატჩი ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ და მესამე ფეხბურთელმა გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე იგივე ყოფილ კაპიტნებს – ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას გაუკეთებიათ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
