„გიბრალტარი საქართველოსთან შეხვედრაში ახლოს იყო საკვირველ შედეგთან. მან „ვიქტორია სთედიუმზე” შეხვედრის ბოლოს ჯგუფის ლიდერი საჯარიმოს მიაჯაჭვა და ოცი წუთის განმავლობაში ანგარიშის გაქვითვას ცდილობდა”, — წერს Gibraltar Chronicle. გამოცემა გახარებულია, რომ გუნდმა შეჯიბრება აგრესიული, შემტევი ფეხბურთით დაასრულა, რაც ძალიან განსხვავდებოდა დაცვითი ტაქტიკისგან, რომელსაც გუნდი წინა შეხვედრებში ირჩევდა. გიბრალტარელებს ახლა C-დან D ლიგაში გავარდნა-დარჩენის ფლეი-აუთი აქვთ სათამაშო და საქართველოსთან შეხვედრის ბოლო მონაკვეთმა მათ იმედი ჩაუსახა, რომ გავარდნას გადარჩებიან. ამ თამაშამდე გუნდს ორი გოლი ჰქონდა გატანილი და ლიდერის კარში ბურთის შეგდებამ ფრიად გაახარა.
გაზეთი ხაზს უსვამს, რომ გიბრალტარმა გასული პარასკევის შეხვედრა ბულგარეთში (1:5) რვა მცველით დაასრულა და მწვრთნელმა, ურუგვაელმა ხულიო რიბასმა ქართველებთან შეხვედრაშიც თავიდან მასირებულ დაცვაზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ მეორე ტაიმში შეტევაზე გადაერთო და ქომაგებს გული მიეცათ. ახლა გიბრალტარის საფეხბურთო წრეებში დაისმება კითხვა, ღირს კი მომავალშიც შვიდკაციანი დაცვით თამაში?
Gibraltar Chronicle აღნიშნავს, რომ სკოტ უაიზმენის შორს ჩაწოდებული აუტები და ამ ეპიზოდებში ჟოზეფ ჩიპოლინას აქტიურობა საქართველოს ნაკრების დაცვას პრობლემებს უქმნიდა. ლაიამ უოქერის დარტყმა კი სტუმრების მეკარემ დიდებულად მოიგერია.
ბოლოს გიბრალტარის გაზეთი ასკვნის, რომ აუცილებლად მოსაგებ შეხვედრებში ბევრი მცველით თამაში მიზანშეწონილი აღარ არის, რადგან ეს გუნდს შეტევის პოტენციალს აკლებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
