„გიბრალტარი საქართველოსთან შეხვედრაში ახლოს იყო საკვირველ შედეგთან. მან „ვიქტორია სთედიუმზე” შეხვედრის ბოლოს ჯგუფის ლიდერი საჯარიმოს მიაჯაჭვა და ოცი წუთის განმავლობაში ანგარიშის გაქვითვას ცდილობდა”, — წერს Gibraltar Chronicle. გამოცემა გახარებულია, რომ გუნდმა შეჯიბრება აგრესიული, შემტევი ფეხბურთით დაასრულა, რაც ძალიან განსხვავდებოდა დაცვითი ტაქტიკისგან, რომელსაც გუნდი წინა შეხვედრებში ირჩევდა. გიბრალტარელებს ახლა C-დან D ლიგაში გავარდნა-დარჩენის ფლეი-აუთი აქვთ სათამაშო...
ჭდე: გიბრალტარის ნაკრები
ჩრდილოეთ მაკედონიელებს მთავარი დაუბრუნდათ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარს 4:0 მოუგო — ყველა გოლი პირველ ტაიმში გაუტანა — და ვინაიდან ამ შეხვედრის პარალელურად საქართველომ ბულგარეთი ვერ დაამარცხა, ახლა ქართველებსა და მაკედონიელებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. სწორედ ეს ახარებს ჩრდილო მაკედონიურ მას-მედიას. მათ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა: მათი ბედი მათსავე ხელთაა. თუ 23 სექტემბერს თბილისში საქართველოს...
გონზომ ვერ უშველა
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, გიბრალტარისა და ბულგარეთის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს, რასაც ბულგარულმა საიტმა 24часа-მ ირონიით გმირობა უწოდა — გიბრალტარში ფრე ხუმრობა არ არისო. „მანამდე, ეგრეთწოდებულმა ლომებმა რაზგრადში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 ითამაშეს, საქართველოსთან კი 2:5 წააგეს, — წერს „24 საათი” და დასძენს, — ახლა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც სათავეში დროებითი მწვრთნელი გეორგი ივანოვი უდგას, ფრედ...
გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტართან 12 206 მეტრი ირბინა
5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად 5:2 მოუგო, მაგრამ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს გუნდები რამდენიმე დღეში, 12 ივნისს თბილისშიც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ქართველი მკითხველისთვის ბულგარეთის ნაკრების თემა აქტუალურია. გთავაზობთ ბულგარული საიტის 7sport-ის მოკლე წერილს, სადაც რაზგრადში ჩატარებული შეხვედრა სხვა კუთხით არის დანახული: „ჩვენს ნაკრებს საუკეთესო პერიოდი აშკარად არ უდგას. გუნდმა რაზგრადში...
ერევანში გიბრალტარის საპატივცემულოდ ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს
გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი აღწერა და გაასაჯაროვა. განცხადებაში წერია: „გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია დიდი გულისწყრომით აცხადებს, რომ სომხეთთან უეფას ერთა ლიგის...




