ჩრდილოეთ მაკედონიელებს მთავარი დაუბრუნდათ

Home კატეგორიის გარეშე ჩრდილოეთ მაკედონიელებს მთავარი დაუბრუნდათ
ჩრდილოეთ მაკედონიელებს მთავარი დაუბრუნდათ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარს 4:0 მოუგო — ყველა გოლი პირველ ტაიმში გაუტანა — და ვინაიდან ამ შეხვედრის პარალელურად საქართველომ ბულგარეთი ვერ დაამარცხა, ახლა ქართველებსა და მაკედონიელებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. სწორედ ეს ახარებს  ჩრდილო მაკედონიურ მას-მედიას. მათ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა: მათი ბედი მათსავე ხელთაა. თუ 23 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს სასურველი ანგარიშით დაამარცხებენ, ერთა ლიგის C4 ჯგუფში ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

მეოთხე ტურში გამარჯვების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ტირასპოლის „შერიფის” 27 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბობან ნიკოლოვმა თქვა:

„საქართველოსთან დამარცხება ცოტა მაწუხებს, მაგრამ დღეს მათ ბულგარეთთან ფრედ ითამაშეს. ასე რომ, ფეხბურთში ყოველთვის იხსნება შესაძლებლობები. ახლა უნდა დავისვენოთ და სექტემბრიდან ხელახლა ვცადოთ.

რაც შეეხებათ ბიჭებს, რომლებსაც გიბრალტართან დებიუტი ჰქონდათ, ყველამ კარგად ითამაშა. ჩვენ ერთსულოვანი გუნდი ვართ გამოცდილი ფეხბურთელები მათ დავეხმარებით”.

Image 92

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.