საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 5:15 წააგო ხორვატიასთან და ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს.
დეიან სტანოეივიჩის გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა შეტევაში და პირველი ტაიმის ბოლოს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მართალია, დაცვაში ცუდად არ იჯებოდნენ, მაგრამ ხორვატებმა 6 მაინც გაგვიტანეს. მეტოქემ უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ განიმტკიცა და მატჩი მშვიდად მიიყვანა სოლიდურ გამარჯვებამდე.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე საფრანგეთია, რომელმაც სენსაციურად მოხვდა 8 გუნდში, როდესაც სერბეთს 10:9 მოუგო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
