ფლეი ოფი გამუქდა

Home კატეგორიის გარეშე ფლეი ოფი გამუქდა
ფლეი ოფი გამუქდა
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებასაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მესამე მარცხი იწვნია და ფლეი ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ილიას ზუროსის გუნდი ბულგარეთთან 80:92 დამარცხდა. უფრო სწორად, ჩვენმა გუნდმა ვერ აჯობა 2 ბულგარელ კალათბურთელს – დე ბუსტსა (33 ქულა, 12 პასი) და ალექსანდარ ვეზენკოვს (28 ქულა, 14 მოხსნა). დე ბუსტმა 14-დან 9 სამქულიანი ჩაგვიგდო.
საერთოდაც ბულგარეთმა პერიმეტრიდან აგვიკლო და 39-დან 19 სამქულიანი ჩაგვიგდო. ეს თითქმის 50%-ია. მაშინ, როდესაც ჩვენებმა 36-დან მხოლოდ 8 ჩააგდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარელთაგან ქულები სულ 5-მა კალათბურთელმა გააკეთა: პავლინ ივანოვი (17), ანდრეი ივანოვმა და ჩადარ კოსტოვმა (7-7).
ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგო – 18:14. ამის შემდეგ ბულგარელები პერიმეტრიდან ამუშავდნენ და…
გოგა ბითაძემ 21 ქულა ჩააგდო, სანდრო მამუკელაშვილმა 13 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი გაახერხა. თად მაკფადენს 19 ქულა გააკეთა, მაგრამ ძალიან ბევრი ააცილა. ჩვენივე ჯგუფში თურქეთმა 78:63 მოუგო ბელგიას, ხოლო ესპანეთმა 82:65 ჩერნოგორიას სძლია.
ჯგუფს სწორედ თურქრთი და ესპანეთი (7-7 ქულა) ლიდერობენ და ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან. ბელგიას და ჩერნოგორიას 2-2 მოგება აქვთ, ხოლო საქართველოსა და ბულგარეთს – თითო. დღეს საქართველოს ნაკრები ჩერნოგორიას ხვდება და აუცილებლად უნდა მოუგოს, მაგრამ პარალელურად, ბულგარეთი უნდა დამარცხდეს ბელგიასთან.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.