AS გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმოიხილავს. გაზეთი წერს, რომ „ხეტაფესთან” 5:1-ს შესაძლოა ნაღმის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და მთლად ადექვატური შედეგი არ იყო, მაგრამ მას შემთხვევითობას ვერ ვუწოდებთ. ეს გამარჯვება ორთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი გახლდათ. ჯენარო გატუზოს პირველივე დღიდან არ დაუმალავს, თუ როგორი ფეხბურთის დამკვიდრება უნდა „მესტალიაზე”. გარდა ამისა, იტალიელმა სრულიად გულწრფელად აღიარა, რომ მუშაობის დაწყებიდან ორ თვეში ასეთ შედეგს არ ელოდა.
ახლა კი „ხეტაფესთან” მოგებული 5:1 გვერდით გადავდოთ და წინა მატჩებს გადავხედოთ. „ჟირონასთან” „ღამურებმა” 1:0 გაიმარჯვეს და სანამ ფეხბურთელს გაუგდებდნენ ბურთის ფლობა ჰქონდათ 60%. „სან მამესზე”, „ბილბაოსთან”, 0:1 წააგეს — ბურთის ფლობის პროცენტი კი იყო 50; შინ, „ატლეტიკოსთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში „ვალენსიას” ბურთის ფლობის პროცენტი ჰქონდა 70, ხოლო უკვე რამდენჯერმე ნახსენებ „ხეტაფესთან” — 70,1.
აქედან AS ასკვნის, რომ თუკი ლა ლიგაში დღეს ვინმე ტიკი-ტაკას თამაშობს (გაზეთი იყენებს სიტყვას „მეფეა”), ეს „ვალენსია” გახლავთ —არც ჩავის „ბარსა”, არც პელეგრინის „ბეტისი” და არც ანჩელოტის „რეალი”. ბურთის ფლობაში ყველას გატუზოს გუნდი სჯობს — საშუალოდ 62%.
ლოგიკა ასეთია: იტალიელი თავს ბურთით იცავს. როდესაც მან კლუბს საყიდელი ფეხბურთელების სიაში მცველი არ ჩაუწერა, ყველა გაოცდა, მაგრამ ფაქტია, რომ გატუზოსთვის საუკეთესო თავდაცვა ბურთის კონტროლია.
„ჩეებს” შემდეგი თამაში შაბათს, 10 სექტემბერს, სტუმრად აქვთ „რაიო ვალეკანოსთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
