ნიკო გონსალესი
უკვე ვალენსიაშია. ბარსელონელი „მესტალიაზე” წუხელ საღამოს 10 საათისთვის ჩავიდა. ახლა ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ერთი წლით, იჯარის წესით, „ღამურა” გახდება. ხელშეკრულებაში შემდგომი გამოსყიდვის უფლებაზე არაფერი იქნება ნათქვამი.
ვალენსიაში ჩასულმა ნიკომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას თავად უნდოდა „ჩეების” გუნდში თამაში. უფრო სწორად, ნიკოს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და ამიტომაც ამჯობინა „ბარსელონადან” დროებით წასვლა. მისი „სტაჟირებაზე” გაშვება ჩავისთვისაც სასურველი სვლა გამოდგა. „ბლაუგრანას” თავკაცი თავის ნახევარმცველს „ვალენსიაში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ხელგაშლილი დაელოდება „კამპ ნოუზე”.
„ძალიან გახარებული ვარ, — თქვა ნიკომ, — კარიერის სწორედ ასეთ გაგრძელებას ვეძებდი და ამის გამო ორიოდ დღეა აღტაცებას განვიცდი. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ჩემპიონატი”.
20 წლის ნახევარმცველმა აგრეთვე თქვა, რომ ის უკვე ელაპარაკა ჯენარო გატუზოს და მწვრთნელმა მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნიკოს იმედი აქვს, რომ კვირასვე რამდენიმე წუთს მაინც ითამაშებს „ჟირონას” წინააღმდეგ.
და კიდევ, ოთხშაბათს ნახევარმცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა „ბარსას” გულშემატკივრებს რომელთაც უთხრა, რომ ის მათ სამუდამოდ არ ემშვიდობება. ის მათ ეუბნება: ნახვამდის.
„მე როგორც ფეხბურთელს გაზრდისთვის მეტი სათამაშო დრო მჭირდება”, — წერია ნიკოს გულწრფელ მიმართვაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
