ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარს 4:0 მოუგო — ყველა გოლი პირველ ტაიმში გაუტანა — და ვინაიდან ამ შეხვედრის პარალელურად საქართველომ ბულგარეთი ვერ დაამარცხა, ახლა ქართველებსა და მაკედონიელებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. სწორედ ეს ახარებს ჩრდილო მაკედონიურ მას-მედიას. მათ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ის, რაც ყველაზე მეტად აკლდა: მათი ბედი მათსავე ხელთაა. თუ 23 სექტემბერს თბილისში საქართველოს...
ბულგარეთმა ახალა უკეთ ითამაშაო
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრას ბულგარულ მედიაში ცხადია მიეძღვნა წერილები. მაგალითად, 7sport ხაზს უსვამს, რომ შეხვედრა 50 000 მაყურებლის წინაშე ჩატარდა და მათმა გუნდმა გაცილებით უკეთესი, ბრძოლისუნარიანი ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ რაზგრადში, როდესაც იმავე მეტოქესთან 2:5 წააგო. შემდეგ მიმოხილვაში განხილულია ბულგარეთის ნაკრების სქემა: 4-4-2....
სავსე და უგოლო
ასეთი დინამო არენა დიდი ხანია არ გვინახავს – სავსე და ერთიანი. უფრო მეტიც, ახლა ხალისიც ხალისიანი იყო. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და საათის წამზომს ჯერ წრეც არ ჰქონდა შემოვლილი, რომ სავსე სტადიონი კინაღამ დაინგრა – ვაკო ყაზაიშვილი საჯარიმოში წაიქცა და… VAR-ზე გადამოწმებით, პენალტი არ დაინიშნა… მერვე წუთზე ტოდორ ნედელევს ტაში დაუკრეს...
კატისებრთა თამაში შავი ლომის სასარგებლოდ
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მორიგ წარმატებას მიაღწია – სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველი დივიზიონის 2022 წლის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „შავმა ლომმა“ შარშანდელი ჩემპიონი „ლეოპარდსი“ 24:14 დაამარცხა, გამარჯვებისთვის დამსახურებულ 4 ქულას ბონუსიც დაუმატა და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. ჩვენმა ბიჭებმა, კონკურენტთა მატჩების შედეგების მიუხედავად მესამე ადგილი დაიბევეს და პლეი-ოფშიც სწორედ ამ პოზიციიდან შევიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი 4...
ექიმი ბოჩევი: გაგვიმართლა ნედელევი შოთა ინგოროყვას ხელში რომ მოხვდა
ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი თავისი ქვეყნის პრესას თბილისში, ავარიაში დაზიანებული ფეხბურთელის ტოდორ ნედელევის მდგომარეობის შესახებ უყვება. „დღეს, ბულგარეთის კონსულთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანის კვალობაზე, რომელმაც რთული ოპერაცია გადაიტანა, ის კარგად არის — სამედიცინო კომიდან გამოვიდა და შედარებით უკეთეს, სტაბილურ მდგომარეობაშია. ის უკვე ერკვევა სიტუაციაში, პასუხობს შეკითხვებს. საბოლოო...
ბავშვებმა თქვეს ბუუუ
ერთა ლიგაში ინგლისმა და იტალიამ 0:0 ითამაშეს. ახლა ინგლისელებს ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგიათ, რაც გარეთ საუთგეიტის მწვრთნელობის პერიოდში მეორედ მოხდა. თამაში ვულვერჰემპტონში ჩაკეტილ კარს მიღმა ჩატარდა. მიზეზი შარშან, „ევრო 2020″-ის ფინალში, „უემბლიზე” მომხდარი არეულობაა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ორი მატჩით არის დასჯილი. ბოლო პერიოდში, დაკეტილ კარს მიღმა თამაში დაერქვა ტრიბუნებზე 3 ათასი 14...
ნედელევი გადარჩა, სანიოლი სამართლიანია
საქართველო – ბულგარეთის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სტუმარებმა ჟურნალისტებთან საუბარი ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყეს. ბულგარელებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს დროული მოქმედებისთვის. პირველ ყოვლისა ექიმებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ცნობილი გახდა, რომ ნედელევს ჰქონდა ამნეზიის ფრანგმენტები, ძლიერი სისხლდენა თავიდან, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ახლა ის გამოყვანილია ხელოვნური კომიდან, არის ადეკვატური, ამოძრავებს კიდურებს. ოპერაცია სასწრაფო და...
ნედელევი გონს მოეგო და სტაბილურადაა
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბი „ბოტევი” აცხადებს, რომ თბილისიდან სასიხარულო ცნობა მიიღო: გუნდის კაპიტანი ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ გონს მოეგო და სტაბილურადაა. ის კონტაქტურია. „ბოტევის” საიტმა ცნობა მიღებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე სათამაშოდ თბილისში ჩამოფრენილ ბულგარეთის ნაკრებს ავარია შეემთხვა. დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ტოდორ, იგივე ტოში ნედელევს არ გაუმართლა. ის პირველი...
პროფესორმა შოთა ინგოროყვამ ოპერაცია წარმატებით ჩაატარა
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა განაცხადა, რომ სასწრაფო ოპერაციამ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრს ტოდორ ნედელევს თბილისში ჩაუტარდა, წარმატებით ჩაიარა. ნახევარმცველს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვდა. ოპერაცია ჩაატარა ნეიროქირურგმა, პროფესორმა შოთა ინგოროყვამ. ნედელევი ჯერჯერობით ქართველი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ დარჩება. მასთან იქნება ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევიც. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი და ნაკრების შტაბი დიდ მადლობას...
ვილის ევროპა და ამერიკა
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის...









