ლეგენდარულმა პელემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო ღია წერილი მისწერა. ფეხბურთის მეფე მოუწოდებს რუს პოლიტიკოსს შეწყვიტოს ომი და ძალადობა. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან: „შეაჩერე რაც ხდება! ამ მიმდინარე ძალადობას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. ეს კონფლიქტი არის მანკიერი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა. მისი გაგრძელების საფუძველი არ...
რევანშის დროა
საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო. ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია. მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის. სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს...
ქსენოფობი, ჰომოფობი და სექსისტი გატუზო
გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” ყოფილმა პრეზიდენტმა, პლატფორმა Marea Valencianista-ს წარმომადგენელმა მიგელ სორიომ „ღამურების” გულშემატკივართა ყველა დაჯგუფებასა და გაერთიანებას ერთსულოვნებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანების მსგავსად მათაც არ უნდა დაუშვან გუნდის მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნა. სორიომ მას მედიის სხვადასხვა საშუალებებში გააგზავნა წერილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ „ფიორენტინას” სათავეში ყოფნის დროს იტალიელმა ფლორენციულ კლუბს „რომაში” გაიჯარებული...
უცხოპლანეტელების სამწუხაროდ
უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს… გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის...
უნიკალური გრძნობა
დღეს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება გაიმართება. იტალიის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. თამაში 22 საათსა 45 წუთზე დაიწყება. იტალიელთა ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი ამ მატჩში ბოლოჯერ მოირგებს „სკუადრა აძურას“ მაისურას. „ ვოცნებობდი, ვიბრძოდი და ვიმარჯვებდი. მიყვარს ყველაფერი რაც ამ მაისურასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის მჯეროდა ამ მაისურის. ამ ფორმით მოთამაშემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მისი...
ვილის გეგმა: ოთხში ოთხი
საქართველოს ნაკრები გიბრალტართან ერთა ლიგის მატჩისთვის ემზადება. მატჩის წინ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაგვიმხილა, რომ აქვს გეგმა, ივნისის ოთხივე მატჩი მოიგოს. იგივეს ვერ ვიტყვით მეტოქეზე, რომლის თავკაცმა ხულიო რიბასმა აღნიშნა, რომ კონკრეტული გეგმა არ აქვს, მაგრამ მისი გუნდი ყველა თამაშზე კონცენტრირებული გავა, თუმც გიბრალტარის ამბები რიბასმა იდარდოს, ჩვენ ჩვენი...
ფინალის მეოთხედფინალი
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსსზე“ მონაწილეობა რაფა ნადალთან თამაშის შემდეგ დაამთავრა. ესპანელს კი აქვს შანსი ჯოკოვიჩს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ორი ტიტულით გაასწროს. თუმცა, ჯერ იქამდე დროა… დავუბრუნდეთ მეოთხედფინალს, სადაც ნადალმა მეტოქეს ოთხ საათსა და 16 წუთში 6:2; 4:6; 6:2; 7:6 მოუგო. ანგარიშიდანაც ხედავთ, რომ ნადალმა პირველი და მესამე სეტი მარტივად მოიგო (6:2). სოლიდურად იგებდა მეორე...
ასანიძის ევროვერცხლი
კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ოლიმპიური ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილმა, ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 326 კილოგრამი დასძლია და მხოლოდ თურქ მოჰამედ ოზბეკს ჩამორჩა. თურქმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 339 კილოგრამი დააფიქსირა. მესამე ადგილზე პოლონელი პიოტ კუდლაჩიკი გავიდა – 324 კილოგრამი. ასანიძემ მედლები ატაცშიც...







