გასულ ტურში „კავალიერსისგან“ განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ „შავმა ლომმა“ ძალები მოიკრიბა და თავისი უშუალო კონკურენტი „იგლზი“ ბონუსით — 42:27 დაამარცხა. ეს იყო პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის ბოლოსწინა მატჩი სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველი დივიზიონის რეგულარულ ჩემპიონატში და ვიდრე შაბათს ტურის სხვა მატჩები გაიმართება, ილია მაისურაძის მიერ მომზადებული გუნდი ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. საქმეს ისეთი პირი...
რა უნდა ქნას გატუზომ მამარდაშვილის გუნდში?
პარასკევს „მერიტონ ჰოლდინგმა” ხოსე ბორდალასი „ვალენსიადან” გაუშვა. მწვრთნელს არავინ შეხვედრია, დაურეკეს და უთხრეს, თავისუფალი ხარო. ასე დაიწყო „მესტალიაზე” ჯენარო, იგივე რინო გატუზოს ეპოქა, რომელიც ამ წუთისთვის ოფიციალური ჯერ კიდევ არ არის. Superdeporte წერს, რომ ჭადრაკის იმ პარტიაში, რომელსაც „ღამურების” სინგაპურელი მეპატრონე პიტერ ლიმი გულშემატკივარს ეთამაშება, შემდეგი სვლა ვალენსიაში გატუზოსა და მისი მეგობარი-აგენტის ჟორჟე მენდეშის ჩასვლა...
ერი ლივერპულიდან წასვლას სთხოვს
სადიო მანემ ისეთი რამ თქვა, რასაც ბრიტანულ პრესაში სენსაციური განცხადება უწოდეს. თურმე სენეგალელი ხალხის 60-70% მის „ლივერპულიდან” წასვლას ითხოვს. ამის შესახებ 30 წლის თავდამსხმელმა პარასკევს ნაკრების პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. მანეზე ამბობდნენ, რომ „ბაიერნში” უნდა გადასულიყო, მაგრამ თვითონ გადაჭრით ლაპარაკს არ ჩქარობს. თავდამსხმელმა თქვა: „ლივერპულელ ფანებსა და გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ სენეგალელი ხალხის 60-70 პროცენტს უნდა, რომ...
პატარა ქვეყანა, რომელიც დიდებს ტოლს არ უდებს
ერთა ლიგის A დონის პირველ ჯგუფში დანიამ პარიზში საფრანგეთს 2:1 მოუგო, არადა ქარიმ ბენზემას ულამაზესი გოლით მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. დანიელთაგან ორივე გოლი „ტრაბზონსფრის” თავდამსხმელმა, შეცვლაზე შესულმა ანდრეას კორნელიუსმა გაიტანა. სტუმრებმა თავიდანვე ყოჩაღად დაიწყეს — მე-5 წუთზე ძელს გაარტყეს ბურთი. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ დანიის გუნდი სერიოზულად იყო განწყობილი და მათი პრესინგის დაძლევა სცადეს. სტუმრების ჩანაფიქრი კი...
და ჯაბა?
აგერ ჯანო ანანიძეც გავაცილეთ ნაკრებიდან. წესის და რიგისამებრ. მოედანზე გასვლით, სიმბოლური საჩუქრებით და ცხადია, გულშემატკივრის ტაშით. და რა უცნაურია, რომ სიმბოლური საჩუქარი და გასაცილებელი ტაში არ რგებია ჯაბა კანკავას. ფეხბურთელს, რომელსაც 17 წელი ემოსა მთავარი გუნდის მაისურა. 100-ჯერ გავიდა ამ მაისურით მოედანზე და მათგან 62 მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა. ჯაბა კანკავა ამ სიმბოლური გაცილების გარეშეც...
ნიგერიელი კაცი ლევანდოვსკის შემცვლელად
ჩანს, მიუნხენის „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში იპოვა – 23 წლის ნიგერიელი ვიკტორ ოსიმხენი. მას შემდეგ რაც ლევანდოვსკიმ კლუბიდან წასვლის შესახებ მკვახე განცხადებები გააკეთა, ბავარიელები დაფაცურდნენ და ცენტრფორვარდის ძებნა დაიწყეს. ოსიმხენს „ნაპოლი“ 100 მილიონ ევროს აფასებს. კლუბთან კონტრაქტი მას 2025 წლამდე აქვს, წინა სეზონის 32 მატჩში კი 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე...
სუფთა ფურცელი
ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი...
აქ, სალაპარაკო არაფერია: საქართველოს უნდა მოვუგოთ!
„ერთა ლიგის” C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ვერ მოუგო — 1:1. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფია. ვილი სანიოლის გუნდს 5 ივნისს სწორედ ბულგარელებთან უწევს სტუმრობა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრის შემდეგ ბულგარელების 53 წლის მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს ორი გამოცემის, 24 Часа-ს და 7 sport-ის ვერსიით....
მაკედონიელთა მწვრთნელისთვის მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო
საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელებმა, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. ეს გახლდათ ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრა. „ლომებმა” — ასე ეძახიან ბულგარელები თავიანთ საფეხბურთო ნაკრებს — რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე” ანგარიში მე-13 წუთზევე გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. გთავაზობთ, ბულგარული „7 სპორტის” დანახულ თამაშს: „შეხვედრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ხელსაყრელი მომენტი შექმნა...
ლოგიკური
სავსე “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი ასიამოვნა და გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. თუმცა, ეს მეტოქე საზომად ვერ გამოდგება. ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩს რომ მოიგებდა, ნათელი იყო. ჩვენებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ და უფრო დიდი ანგარიშით რომ ვერ მოიგო, ეს მომენტების გამოუყენებლობას უნდა დააბრალოს. იმედია, სანიოლი ამ კუთხითაც იმუშავებს, თორემ სხვა გუნდები ამდენის უფლებას ჩვენებს არ მისცემენ....









