გამოქვეყნდა მსოფლიოს ასი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია, რომელშიც ვერც კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა და ვერც ლეო მესი. ამპარტავანი ინგლისელები კი ჩივიან, რომ ოცდაათეულში მათი ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ჰარი კეინი არ არის. სიის შედგენაზე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (CIES) თანამშრომლები მუშაობდნენ. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნეუშატელში მდებარეობს. აქ, 100 ყველაზე ფასეული ფეხბურთელის...
გადასარევია!
რაღაც იოლად მოვუგეთ ბულგარელებს. ხუთი ხომ გავუტანეთ და ერთი კიდევ ბუდუ ზივზივაძეს არ ჩაუთვალეს მილიმეტრიანი თამაშგარეს გამო და ერთიც პენალტი გავაცუდეთ (კვეკვესკირი). ვნახეთ გუნდი, რომელიც თავდაჯერებული გავიდა მინდორზე. სწორი, გამართული ფეხბურთი ითამაშა. ეს არის გუნდი, რომელსაც მწვრთნელის ხელი ეტყობა. მწვრთნელისა, რომელმაც, როგორც ჩანს, დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო. სანიოლმა გიბრალტართან პირველი მატჩისგან განსხვავებით,...
უელსმა უკრაინა დაამარცხა
„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ. უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით...
კონკურენტი ბულგარეთი გვეგონა
9 ივნისს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში მესამე თამაში უწევს სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მაკედონიელებმა პირველი ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარეს — ჯერ ბულგარეთში 1:1 ითამაშეს, შემდეგ კი გიბრალტარს მოუგეს 2:0 და ცხრილში 4 ქულით საქართველოს ნაკრების შემდეგ მეორე ადგილზე არიან. საქართველოს 6 ქულა აქვს. გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა — 9:2. როგორი განწყობაა...
თბილისში ბულგარელებს ალბათ გონზო ჩამოიყვანს
როგორც ცნობილია, რაზგრადში საქართველოს ნაკრებთან 2:5 დამარცხების შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. შეჯიბრება კი გრძელდება. ბულგარელებს 9 ივნისს გიბრალტარში ელით თამაში, ხოლო თორმეტში თბილისში ჩამოდიან შურის საძიებლად. როგორც ბულგარული პრესა წერს, პეტროვის პოსტს ყველაზე დიდი ალბათობით პლოვდივის „ლოკომოტივისა” და „ლევსკის” ყოფილი ფეხბურთელი გეორგი ივანოვი დაიკავებს. გეორგი ივანოვს გონზოს...
ნიკოლაი მიჰაილოვი: შეიძლება წააგო, მაგრამ ასე არა
ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი, 33 წლის მეკარე, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და წარსულში ცნობილი გოლკიპერის ბორისლავ მიჰაილოვის შვილი ნიკოლაი მიჰაილოვი რაზგრადში საქართველოსთან 2:5 დამარცხებით ცხადია უკმაყოფილო იყო. სოფიის „ლევსკის” კარის დარაჯმა წუხანდელ მარცხს სირცხვილი უწოდა. „ჩრდილო მაკედონიასთან ცუდად ვითამაშეთ, რაც წესით დღეს უნდა გამოგვესწორებინა, მაგრამ არ გამოვასწორეთ. ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. იყო ინდივიდუალური შეცდომები, ყოველ ფეხის...
ასე მონატრებული გრძნობა
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ვილი საინოლის გუნდმა ბულგარეთის ნაკრებზე ყველა ძველი წყენა და ჯავრი რაზგრადში იყარა. ქართველები მეტოქის რბევას დასაწყისიდანვე შეუყვნენ და ზურიკო დავითაშვილმა მეხუთე წუთზევე შეაგდო. პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ გავიტანეთ, თუმცა აქედან მხოლოდ ანდრეა ჰრისტოვის ავტოგოლი ჩაგვითვალეს, რომელიც ირაკლი აზაროვის დარტყმის შედეგად გავიდა. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში...
ბეილი უკრაინელებს ბოდიშს არ მოუხდის
დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს. ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების...
ბულგარელთა ნაციზმი ან… ტურიზმი
ერთა ლიგის C დონის მეოთხე ჯგუფში დღეს ორი თამაშია: ბულგარეთი-საქართველო და გიბრალტარი-ჩრდილოეთ მაკედონია. ყველა გუნდს თითო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბულგარელებმა მეზობელ მაკედონიელებთან 1:1 ითამაშეს, ხოლო ქართველებმა შინ მოუგეს გიბრალტარს 4:0. ბულგარელთა და ჩრდილოეთ მაკედონიელთა შეხვედრაზე უკვე ვწერდით, ახლა კი ინფორმაცია ერთი დეტალითაც გვინდა შევავსოთ: მაკედონიურმა sportmedia.mk-მ დაწერა, რომ რაზგრადის სტადიონზე ბულგარელ გულშემატკივარს ნაცისტური დროშა ჰქონდა...
პეტროვი: საქართველოს და სანიოლს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა მოვიგოთ
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა თავისი „ლომებისა” და საქართველოს ნაკრების დღევანდელი დაპირისპირების შესახებ ილაპარაკა. რაზგრადში ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარელები ვილი სანიოლის ბიჭებს მასპინძლობენ. ორივე გუნდისთვის ეს მეორე შეხვედრაა. ბულგარელებმა პირველი თამაში შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 დაასრულეს, საქართველომ კი თბილისში გიბრალტარს 4:0 მოუგო. „ჩვენს შემადგენლობაში აუცილებლად იქნება ცვლილებები, — თქვა პეტროვმა, —...









