ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი, 33 წლის მეკარე, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და წარსულში ცნობილი გოლკიპერის ბორისლავ მიჰაილოვის შვილი ნიკოლაი მიჰაილოვი რაზგრადში საქართველოსთან 2:5 დამარცხებით ცხადია უკმაყოფილო იყო. სოფიის „ლევსკის” კარის დარაჯმა წუხანდელ მარცხს სირცხვილი უწოდა.
„ჩრდილო მაკედონიასთან ცუდად ვითამაშეთ, რაც წესით დღეს უნდა გამოგვესწორებინა, მაგრამ არ გამოვასწორეთ. ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. იყო ინდივიდუალური შეცდომები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შიში და დაძაბულობა. თავი ვერ დავიცავით. კლუბში ჩემთვის ამდენი გოლი ნახევარი სეზონის განმავლობაში არ გაუტანიათ. ეს იყო ეროვნული გუნდის სირცხვილი.
პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა იკისრონ. ახალგაზრდებმაც, გამოცდილებმაც. განვითარების მაგივრად სულ უკან და უკან მივდივართ. საუცხოო პირობებს გვიქმნიან, ამიტომ უნდა გავაანალიზოთ, რა არის პრობლემა. პრობლემა კი ჩვენშია, ფეხბურთელებში.
ფეხბურთში ბევრია დაუჯერებელი, საშინელი შედეგი. თამაშის ხარისხი შედეგზე უარესი იყო. მატჩი ყოველთვის შეიძლება წააგო, მაგრამ ასე არა. ჩვენ თავიდანვე არასწორად ვიქცეოდით. როდესაც ფეხბურთელები მატჩისთვის მზად არ არიან, წაგება მათი ბრალია. ასე არ უნდა გაგრძელდეს. ამ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ. ხვალ ახალი დღე გათენდება და რაღაც უნდა შევცვალოთ.
გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ და დარჩენილი ორი თამაში რაც შეიძლება კარგად ჩავატაროთ. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის ერთია, მაგრამ პასუხისმგებლობა მაშინ უნდა იტვირთო, როდესაც საქმე ცუდად არის”, — თქვა მიჰაილოვმა.
ბულგარეთის ნაკრები 9 ივნისს გიბრალტარში თამაშობს, 12 ივნისს კი თბილისში ჩამოდის სადაც სირცხვილის მოწმენდას შეეცდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
