ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი, 33 წლის მეკარე, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და წარსულში ცნობილი გოლკიპერის ბორისლავ მიჰაილოვის შვილი ნიკოლაი მიჰაილოვი რაზგრადში საქართველოსთან 2:5 დამარცხებით ცხადია უკმაყოფილო იყო. სოფიის „ლევსკის” კარის დარაჯმა წუხანდელ მარცხს სირცხვილი უწოდა. „ჩრდილო მაკედონიასთან ცუდად ვითამაშეთ, რაც წესით დღეს უნდა გამოგვესწორებინა, მაგრამ არ გამოვასწორეთ. ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. იყო ინდივიდუალური შეცდომები, ყოველ ფეხის...
