ლოგიკური

ლოგიკური

სავსე “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი ასიამოვნა და გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. თუმცა, ეს მეტოქე საზომად ვერ გამოდგება.

ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩს რომ მოიგებდა, ნათელი იყო. ჩვენებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ და უფრო დიდი ანგარიშით რომ ვერ მოიგო, ეს მომენტების გამოუყენებლობას უნდა დააბრალოს.

იმედია, სანიოლი ამ კუთხითაც იმუშავებს, თორემ სხვა გუნდები ამდენის უფლებას ჩვენებს არ მისცემენ. შესაძლოა, მცირე შენიშვნები სასტარტო შემადგენლობის მხრივაც გვქონდეს, მაგრამ გამარჯვებულს არ ასამართლებენ და სანიოლის მიმართ ამჯერად არაფერს ვიტყვით. წინ უფრო რთული მატჩებია, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია …

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.