თვე: ივნისი 2022

Home 2022 ივნისი
გერმანიამ იტალიასთან გაილაღა
ჩანაწერი

გერმანიამ იტალიასთან გაილაღა

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში გერმანიამ იტალია შთამბეჭდავად დაამარცხა 5:2. გერმანელებმა გულშემატკივარს შემტევი ფეხბურთით მოაწონეს თავი. ეს იყო ბუნდესმანშაფტის პირველი გამარჯვება ამ შეჯიბრებაში სამი ფრის შემდეგ. გერმანიას ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ოთხი თამაში არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ ახლა ეს პერიოდი დასრულდა, თან ეფექტურად. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს იოზუა კიმიხმა, ილქაი გუინდოგანმა, თომას მიულერმა და ბოლო ორი...

ამას ვინ წარმოიდგენდა
ჩანაწერი

ამას ვინ წარმოიდგენდა

სულ რაღაც ხუთი დღის წინ გარეთ საუთგეიტი ამბობდა, რომ ვერასდროს იტყვის უარს ისეთ სიამოვნებაზე, როგორიცა ინგლისის ნაკრების თავკაცობაა, მითუფრო როდესაც საკუთარ გულშემატკივარს უყვარხარ. წუხელ კი, ვულვერჰემპტონის „მოლინოზე” შეკრებილი 28 ათასი ფანი ზეზეულად რომ გამოგეკითხათ, გიპასუხებდნენ, რომ საუთგეიტს უჯობს ახლავე გაასწოროს ასოციაციასთან ანგარიში და ჩანთა ჩაალაგოს. ინგლისის ნაკრებმა ისტორიული სირცხვილი ჭამა, შინ 0:4 წააგო უნგრეთის ეროვნულ...

ბექემები
ჩანაწერი

ბექემები

ორშაბათ საღამოს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევრმცველი, დევიდ ბექემი საზოგადოებაში თავის უმცროს გოგონასთან, 10 წლის ჰარპერთან ერთად გამოჩნდა. ჰარპერს 1 600-გირვანქიანი ვარდისფერი კაბა ეცვა. მამა-შვილი ერთთავად უღიმოდნენ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. ეს ამბავი ვენეციაში, თეატრ Fenice-ში ხდებოდა. 47 წლის დევიდს კიდევ სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის ბრუკლინი, რომეო (19) და კრუსი (17)....

კაშია და კანკავა ბათუმში მოდიან
ჩანაწერი

კაშია და კანკავა ბათუმში მოდიან

შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება,...

წარმატებული ჯამბაზობაც ამას ჰქვია
ჩანაწერი

წარმატებული ჯამბაზობაც ამას ჰქვია

ეს უნდა ნახოთ! 33 წლის ავსტრალიელ მეკარეს ენდრიუ რედმეინს ნაკრებში სულ სამი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მან „სოკერუ” (ანუ ავსტრალიის ნაკრები) მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. კლუბ „სიდნეის” კარის მცველმა, რომელიც ეროვნულ გუნდში სათადარიგოთა შორის სათადარიგოა, პერუსთან ფლეი-ოფის ბოლოს, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ყატარი 2022-ის საგზური მოინადირა. ის მოედანზე დამატებითი დროის ბოლოს, 120-ე წუთზე შევიდა....

პროფესორმა ინგოროყვამ ნედელევს ახარა
ჩანაწერი

პროფესორმა ინგოროყვამ ნედელევს ახარა

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის, ტოდორ ნედელევის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის. მან ამის შესახებ პირადად მისი მხსნელისგან, პროფესორი შოთა ინგოროყვასგან შეიტყო, რომელმაც პაციენტი ორშაბათს მოინახულა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ელოდა. ამის შესახებ ბულგარული „ბლიცი” წერს. პროფესორმა ინგოროყვამ პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველს რთული ოპერაცია ჩაუტარა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ...

ბასილაშვილმა რუბლიოვი გააჩერა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა რუბლიოვი გააჩერა

გერმანულ ჰალეში, ბალახის საფარზე პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენიამა 500-იანი ტურნირის სტარტზე მესამე ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია. მატჩი 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის სტარტი ჩვენიანისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა – ნიკამ პირველივე გეიმში წააგო საკუთარი ჩაწოდება და მალევე 0:2 ჩამორჩა. ნიკა დროულად გამოფხიზლდა, აგრესიული ათამაშდა და ზედიზედ 5 გეიმი მოიგო...

ბათუმის ხუთი სავარაუდო
ჩანაწერი

ბათუმის ხუთი სავარაუდო

ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია), – ამათგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნება საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე. წილისყრა 14 ივნისს შედგება. აზერბაიჯანისა და მოლდოვის ჩემპიონებს ჩვენებთან ადრეც უთამაშიათ. სლოვაკურ „სლოვანში“ კი მოგეხსენებათ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელმაც კლუბი ახლახან დატოვა. გიბრალტარის...

რუნები დელფინებთან და სასამართლოში
ჩანაწერი

რუნები დელფინებთან და სასამართლოში

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, უეინ რუნი, ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებდა. მეუღლე კოლინი და ოთხი ვაჟი: კაი, კლეი, კიტი და კესი აღფრთოვანებული დარჩენილან დუბაიში გატარებული დროით. დელფინებთან ერთადაც უცურავიათ, რითიც ბავშვებს განსაკუთრებით უხალისიათ. კოლინმა ინსტაგრამში ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით: „დუბაი შენ ფანტასტიკური ხარ!“ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა, სადაც ორ კვირაში სასამართლო პროცესი ელით. მოგეხსენებათ, კოლინი...

ნაბულგარეთევს
ჩანაწერი

ნაბულგარეთევს

მე რომ უეფა ვიყო და ქართველებისადმი სიმპათია მქონდეს, საქართველოს ნაკრებს ყველა მატჩს სტუმრად დავუნიშნავდი… ხუმრობა იქით იყის და, არ გამოგვდის პირველ ნომრად თამაში და ეს მხოლოდ ბულგარელებთან შეხვედრას არ ეხება. რა თქმა უნდა, იმ მშვენიერი სამი თამაშის შემდეგ, რომლებიც ბიჭებმა გვაჩუქეს და მომავლის იმედი დაგვიბრუნეს, აბა, საკრიტიკოდ ან ენა ან კალამი, თუნდაც კლავიატურა როგორ მომიბრუბდება....