პრემიერლიგამ 2022-23 წლების სეზონის ბურთი წარადგინა — მისი ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა. დიზაინი ინგლისურ ფეხბურთში წლების წინ გაგორებული ძველი ბურთის გავლენით არის შექმნილი. მისი შემქმნელია „ნაიკი”, ხოლო ნიმუში, რომელმაც ავტორებს ახალი გაფორმება შთააგონა 1992-93 წლის „ მაიტრ პრო-მაქსი” გახლავთ. პრემიერლიგის ისტორია სწორედ 1992-93 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. ამრიგად, პრემიერლიგის დაარსების 30 წლის თავზე ბურთს კვლავ ცისფერი,...
რატომ არ ვიყიდეთ ჰოლანდი
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესეს ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი შემტევისმ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება. პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი რად გვინდოდა? სკამზე დასაჯდომად წამოგვეყვანა? 2 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ახლა, ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე რეალისთვის დახურულია. სამიზნე არ გვყავს....
ბასილაშვილმა ჰალე წააგო
გერმანულ ჰალეში მიმდინარე ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ ოსკარ ოტეს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4; 0:6; 6:7. პირველი სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა მეტოქეს ჩაწოდება წაართვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო და ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებებს იგებდა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა....
ხალხოსანი
სადიო მანემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხოსანია. მოცალეობისას სენეგალში, მშობლიურ ქალაქ ბამბალიში ჩავიდა და მოყვარულებთან ერთად წვიმისგან გალუმპულ ტალახიან სტადიონზე ითამაშა. „ლივერპულის“ ვარსკვლავთან ერთად მატჩში „ბლექბრენისა“ და „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ელ ჰაჯი დიუფი, „ნიუკასლის“ პაპის სისე, ასევე სენეგალის ნაკრების პარტნიორები მბაიე დიანე და დესირ სეგბაც მონაწილეობდნენ. „დავბრუნდით წიაღში. გალა-მატჩში ბამბალის მოედანზე, სადაც ყველაფერი იწყებოდა. დიდი...
კიდევ ერთი ღამურით ნაკლები
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, 25 წლის პარაგვაელი ომარ ალდერეტე, როგორც ჩანს „ვალენსიაში” აღარ დარჩება. მან ამის შესახებ ინსტაგრამ-პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ის არის, რომ ალდერეტე „ჰერტას” საკუთრებაა. მის და „ვალენსიას” კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც „ღამურებს” პარაგვაელის გამოსყიდვა შეეძლოთ 7,5 მილიონ ევროდ, მაგრამ როგორც ჩანს „მესტალიაზე” ამას არ აპირებენ. „მადლობელი ვარ კლუბის, ხალხის, ქალაქის. დიდ მადლობას ვუხდი...
ჯერჯერობით ჰოლანდი მესისაც სჯობს და კრიშტიანუსაც
ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ 21 წლის არის (22 წლისა 21 ივლისს გახდება), მაგრამ უკვე შთამბეჭდავი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი. მის ასაკში ასეთი შედეგი თვით ლეგენდარულ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუსაც კი არ ჰქონდათ. ჰოლანდი მაისში „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, ახლა კი მისი წარდგინებაც შედგა. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ ელიან „ქალაქელი” გულშემატკივრები, რომ ნორვეგიელი...
ჰარი გარეთს იცავს, გარეთი ჰარის
ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს გამოესარჩლა. მან თქვა, რომ ფანებისა და მიმომხილველების ნაწილმა, ერთა ლიგაზე, შინ, უნგრეთთან 0:4 დამარცხების შემდეგ საუთგეიტის გაშვება მოითხოვა, რაც დაუშვებელია. 29 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედანზე ბოლო წუთებში შევიდა, მიიჩნევს, რომ „სამი ლომი” სწორი მიმართულებით მიდის. მაგუაირი: „გარეთი სერ ალფ რემზის შემდეგ, რომელმაც 1966 წელს ინგლისი...
თუ…
გუშინ უეფას შტაბ-ბინაში ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. დღეს კი, გუნდებმა უკვე ის გაარკვიეს, თუ ვინ შეხვდებათ მეორე ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაში „ბათუმისა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უმჯობესი იქნება. დამარცხებული ავტომატურად ევროპის ლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ხოლო თუ „ბათუმი“ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა კონფერენციის ლიგაში...
ვინი და ახალი 10 მილიონი
მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუსი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბრობს. სამეფო კლუბი ბრაზილიელ თავდამსხმელთან 2026 ან 2027 წლანდე აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას. ახალი კონტრაქტის მიხედვით ვინისიუსის ხელფასი 3,2 მილიონი ევროდან, გარკვეული ბონუსების ჩათვლით, 10 მილიონამდე გაიზრდება. მადრიდელებს ამ მოლაპარაკების დასრულება მიმდინარე, ან მომავალ კვირაში სურთ. ოფიციალურად კი ამ ამბის შესახებ ივლისში განაცახდებენ, როცა გუნდი შვებულებიდან გამოვა.
შვებულება სიყვარულით
კრიშტიანუ რონალდუსთვის როგორც იქნა, დამღლელი სეზონი დამთავრდა და ოჯახთან ერთად საკუთარი თვითმფრინავთ შევებულებაში გაემგზავრა. თუ სად, ამას წყარო არ აკონკრეტებს. ბოლო დღეებში კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრებში გახლდათ დაკავებული ერთა ლიგის მატჩებში. პორტუგალიელებმა ორი შეხვედრა მოიგეს შვეიცარიასთან (4:0) და ჩეხეთთან (1:0), ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს ესპანეთთან (1:1), ხოლო იმავე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდნენ და ერთა A ლიგის მეორე...









