საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ „ევრო 2024″-ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს? დავიწყოთ იმით, რომ „ევრო 2024″ გერმანიაში ჩატარდება ანუ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ავტომატურად ფინალურ...
ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა
ბულგარეთის ნაკრები თბილისში სერიოზულ ავარიაში მოყვა. პლოვდივის „ბოტევის” ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი პირველი ინფორმაციით სერიოზულად არის დაშავებული და საავადმყოფოშია. ელოდებიან ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ქართულ მას-მედიაში ითქვა, რომ ნედვედევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნედელევი უკანა სკამზე იჯდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად დაშავდა. ის ავტობუსის ჩამტვრეულმა შუშამ დააზიანა. ბულგარული პრესის ცნობით ნამსხვრევი მას მკერდში მოხვდა....
ბერბატოვმა ბულგარული ფეხბურთის შეფებს შეუტია
ხვალ, კვირას, 12 ივნისს, ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს მასპინძლობს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო 3:0, ხოლო ბულგარელებმა გიბრალტარში 1:1 ითამაშეს, რის შემდეგაც ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის (საფეხბურთო კავშირის) პრეზიდენტობის კანდიდატმა დიმიტარ ბერბატოვმა ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოებას მიმართა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბერბატოვი თავის დროზე წარმატებული თავდამსხმელი...
დე იონგი ერიკ ტენთან ჰაგთან
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი და მისი აგენტი ინგლისელებს უკვე შეხვდნენ და თითქმის ყველა საკითხი შეათანხმეს. ფეხბურთელის მსურველებს შორის იყვნენ სხვა გრანდები – პსჟ, „ბაიერნი“ და „მან.სიტი“, თუმც, ჩანს, ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა გუნდმა უფრო მოინდომეს. ფრენკი დე იონგის სადღეისო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი...
Le Comte de Monte-Cristo
გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა...
გონზომ ვერ უშველა
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, გიბრალტარისა და ბულგარეთის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს, რასაც ბულგარულმა საიტმა 24часа-მ ირონიით გმირობა უწოდა — გიბრალტარში ფრე ხუმრობა არ არისო. „მანამდე, ეგრეთწოდებულმა ლომებმა რაზგრადში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 ითამაშეს, საქართველოსთან კი 2:5 წააგეს, — წერს „24 საათი” და დასძენს, — ახლა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც სათავეში დროებითი მწვრთნელი გეორგი ივანოვი უდგას, ფრედ...
მაკედონიელებს შინ გოლები ვერ გააქვთ
ჩრდილოეთ მაკედონიური საიტი gol.mk წერს: „მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზე გასასვლელი გზა გაირთულა. მან შინ 0:3 წააგო საქართველოსთან, რომელმაც თავის მხრივ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და დარჩენილი თამაშების წინ ჩინებულ პოზიციაშია. სკოპიეში გუნდი რომელიც უტევდა, იყო მაკედონია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის შინ გოლების გატანა მტკივნეულ პრობლემად იქცა. ბლაგოია მილევსკის...
ჩურლინოვი გიბრალტარზე გადაერთო
ჩრდილოეთ მაკედონიისა და „შალკე 04″-ის მარჯვენაფლანგელის დარკო ჩურლინოვის აზრით სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ მან და მისმა თანაგუნდელებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და დარჩენილ შეხვედრებში გაიმარჯვონ. „საქართველოს ნაკრებთან ორჯერ თუ სამჯერ შევცდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ამ თვეში ერთი შეხვედრა დაგვრჩა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს შეტევების დამაგვირგვინებელ ეტაპზე ვერ ვივარგეთ. ახლა საკუთარი ფეხბურთი კარგად...
რისტოვსკი: ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია
სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ, სლოვაკური „სპარტაკ ტრნავასა” და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი მილან რისტოვსკი ადგილობრივი მედიის თქმით პირველი იყო, ვისაც ჟურნალისტებთან გაჩერებისა და მწარე მარცხზე ლაპარაკის ვაჟკაცობა ეყო. „თუ გავიხსენებთ, როგორ ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და როგორ ველოდით მას, ძალიან გაწბილებულები დავრჩით. ხანდახან ფეხბურთი ასეთია, შეიძლება ითქვას დაუნდობელი. ყოველთვის ისე არ ხდება,...
მილევსკი: პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო
საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილო მაკედონიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო. ადგილობრივ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ მასპინძლებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ საგოლე დარტყმა ვერ შეასრულეს. ჩრდილოეთ მაკედონელმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ წაგებით გაწბილებულია, მაგრამ პირველი ადგილისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს. „საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ შეხვედრას რომ წააგებ, აღარც კი იცი რა უნდა თქვა. ჩვენ სამ...








