როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა,...
კეინმა აურია
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა. „ტოტენჰემის“ ვარსკვლავს დაავიწყდა, რომ „სკუარდა აძურა“ მონდიალზე ვერ მოხვდა, შესარჩევი ფლეი-ოფი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი ფავორიტი? არის რამდენიმე ძლიერი ევროპული ნაკრები: ჩვენ (ინგლისი), გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. ასევე არიან ბრაზილია და არგენტინა“, – ციტირებს კეინის სიტყვებს SportsCenter. შეგახსენებთ,...
მაკედონიელები დაცვას გვიწუნებენ
დღეს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩი აქვს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშებს. სატურნირო ცხრილში საქართველო მეტოქეზე წინ არის, ამიტომ აქაურები ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუ საქართველო მოიგებს, პირველ წრეს სოლიდური უპირატესობით დახურავს. სანიოლის გუნდს ფრეც მეტოქეზე კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. ეს მაკედონიაშიც კარგად იციან და ამიტომაც, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. მეტიც – ფეხბურთელებს ავალდებულებენ და...
მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი დაუმტკიცეს
ჯენარო გატუზო უკვე ვალენსიაშია. იტალიელი ახალი სამსახურის ადგილას მალაგადან გუშინ, შუადღისას ჩაფრინდა. მალაგაში ის ზაფხულის აგარაკზე ისვენებდა. ახალმა ჩასულმა თქვა, რომ „მესტალიაზე” მას ენობრივი ბარიერი არ ექნება. „ვალენსიაში” გატუზოს რთული ამოცანა ელის — „ღამურები” მესამე წელიწადია ევროთასებზე ვერ გადიან. კლუბის მეპატრონისთვის, სინგაპურელი პიტერ ლიმისთვის კი იტალიელი მეათე მწვრთნელია. ლიმმა 2014 წლის შემდეგ „ჩეებს” ცხრა თავკაცი...
სტოლე დიმიტრევსკი: თუ გოლს არ გავუშვებთ, გავიმარჯვებთ
ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანური „რაიო ვალეკანოს” მეკარე სტოლე დიმიტრევსკი დღეს სკოპიეში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სანამ მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი დანარჩენი ათი მოთამაშის სწორედ შერჩევასა და მათთვის დავალებების მიცემაზე ფიქრობს, დიმიტრევსკი ამბობს, რომ მან გოლი არ უნდა გაუშვას, რადგან თუ საქართველო გოლს ვერ გაიტანს, მაკედონია აუცილებლად მოიგებს. „როდესაც შინ ვთამაშობთ, ბედნიერი ვარ. შენი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა...
მილევსკი: ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ…
დღეს სკოპიეში, 2007 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული 26 წლის პოპ მომღერლის ტოდორ, იგივე ტოშე პროესკის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს უმასპინძლებს. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. წინა საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასპინძლების მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა: „ჩვენ საქართველოს ნაკრები გავაანალიზეთ. მათ ბულგარელებთან დიდებულად ითამაშეს, მაგრამ ყველა...
რეალი, მოდრიჩი და პლუს ერთი
მადრიდის „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. 36 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ლუკა „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა. ინგლისური „ტოტენჰემიდან’ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მას შემდეგ მან ხუთჯერ მოიგო...
ორდღიანი ბასილაშვილი
შტუტგარტის BOSS OPEN-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 769 645 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუსეტი კი დაამარცხა – 7:5; 6:3 – თუმცა, ამის გაკეთებას ორი დღე მოუნდა. გუშინ დაწყებული თამაში წვიმის გამო მაშინ გადაიდო, როდესაც ჩვენებურს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, თითქოს ტაი ბრეიკიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო, მე-12 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი...
შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაშია და ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება… მაკედონიელებს საქართველო კარგად ახსოვთ. ან როგორ არ ემახსოვრებათ – ჩვენთვისაც და მათთვისაც ისტორიული მატჩი მოგვიგეს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი თამაში თბილისში 0:1 წავაგეთ. იმ ავადსახსენებელი შეხვედრის გარდა, მაკედონიელებს კიდევ ორჯერ შევხვდით და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. მეტოქესთან მოგება რომ არ გვაქვს, აქაურ ქომაგებს...
ფრანგული ფინიში ქართული დუბლით
საფრანგეთსა და ინგლისში სარაგბო ჩემპონატების ტოპ-ლიგების რეგულარული სეზონები დასრულდა. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ დამკვიდრება სეზონის ფინიშზეღა შეძლო, თუმცა მიუხედავად ბოლო მატჩში მრისხანე „სარასენსის“ ძლევისა, „გლოსტერმა“ საპლეიოფო ოთხეულში შეღწევა მაინც ვერ მოახერხა. ამდენად, კვესელაძისთვის საკლუბო სეზონიც აქ დასრულდა. მისი ბედი საფრანგეთში მოასპარეზე მრავალმა ბორჯღალოსანმაც გაიზიარა, თუმცა არც ისეთები არიან ცოტანი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რეგულარული პირველ...









